გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონის მედიასაშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა. მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (გომი), მდინარე  ბჟუჟის ხეობაში კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ ოთხი ჰესის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

როგორც ირმა გორდელაძემ აღნიშნა, ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როცა სოფელ გომში მოვხვდით ერთ-ერთ შეხვედრაზე (იხ.https://alion.ge/…/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%95%e1…/ „პარვუს ჯგუფი“_პასუხგაუცემელი კითხვები), სადაც გაირკვა, რომ უცნობი კომპანია („პარვუს ჯგუფი“) მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჯერ 2, შემდეგ 3 მცირე ჰესის („ბასრა 1“, „ბასრა 2,“ „ბასრა 3“) აგებას აპირებდა და სამუშაოები უკვე ჰქონდა დაწყებული. შემდეგ გაირკვა, რომ „პარვუს ჯგუფს“ ოზურგეთის მერიასთან გაფორმებული ჰქონდა მემორანდუმი და ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებული იყო ხეობაში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

_ ჩვენ თვეების მანძილზე ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან. ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია. ასევე, მივწერე გარემოს დაცვის სააგენტოს.  მათგან ინფორმაცია, თუ რას აპირებდა „პარვუს ჯგუფი“ ბჟუჟის ხეობაში.

თავდაპირველად  „პარვუს ჯგუფი“ არანაირი სიმძლავრის გაზრდას არ გეგმავდა, რადგან მცირე ჰესების მშენებლობა მიმდინარეობდა და კანონმდებლობით არ საჭიროებდა გარემოს დაცვის პროცედურების, გზშ-ს და სკოპინგის გავლას.

მდინარე ბჟუჟს ახასსიათებს  ღვარცოფული  მოვარდნები. ეს ტერიტორია გეოლოგიურად, სეისმიურად საშიშია. ასეთ ადგილას აუცილებლად უნდა ჩატარდეს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელდა „პარვუს ჯგუფის“ განცხადება, სადაც წერია, რომ აღნიშნული კომპანია დამატებით კიდევ ერთი ჰესის _„ბასრა 4“-ის მშენებლობას და სიმძლევრეების 30 მეგავატამდე გაზრდას აპირებს.  მოხდა სკოპინგის ანგარიშის წარდგენა სოფელ გომში. ამ შეხვედრაზე ვესწრებოდი და პირდაპირ გეტყვით, რომ გავაპროტესტე. აქედან გამომდინარე, ეროვნული სააგენტოს სახელზე გავაგზავნე წერილი და მივუთითე, რა შენიშვნები და რეკომენდაციები მქონდა“, _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე ირმა გორდელაძემ.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 81
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 78
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში ოთხი ჰესის შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.26 სექტემბერს სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყო. გზშ ექსპერტმა ლევან ოზბეთელაშვილმა შპს „პარვუს ბასრას“ მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბჟუჟას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების („ბასრა 1“, „ბასრა 2“, ,,ბასრა 3“ და ,,ბასრა 4“) ექსპლუატაციის (სიმძლავრეების გაზრდა), 35 კვ…
  • 76
    შრომის უსაფრთხოება და მონიტორინგი -პროექტის ზამთრისთვის მოსამზადებელი გეგმაინტერვიუ  -ბახვი ჰესის შრომისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, მიხეილ ნატროშვილთან _ ბატონო მიხეილ, ზამთარი ახლოვდება და გაგვიზიარეთ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანიის შრომისა და უსაფრთხოების სამსახური ცივი თვეების დროს სამუშაოების სწორად და უსაფრთხოდ საწარმოებლად? _ დიდი მადლობა ინტერესისთვის, არის რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანიამ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად. პირველ რიგში…
  • 76
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…
  • 76
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…

არ გამოტოვოთ