საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან დავით წითლიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრაზე ფერმერებმა „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით თხილის კადასტრში უკვე რეგისტრირებულია 45 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი და პროგრამას 96 000-მდე მოსარგებლე ყავს. სახელმწიფოს დახმარების ფარგლებში, ფერმერებმა დაახლოებით 21 მილიონი ლარის ღირებულების, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატები და პესტიციდები შეიძინეს.
მსგავსი სტატიები
- 72
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
- 72
პროექტის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
- 72
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია…
- 72
გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის, გურიის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების გათევზიანების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…
- 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ჩეკურაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე.