გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
,,საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი ერთ – ერთი ყველაზე ტრაგიკული და მძიმე დღეა. 21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა ამ უთანასწორო ბრძოლას, მათ შორის იყვნენ ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე და ოზურგეთელი ნინო თოიძე.
ეს დღე ჩვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც თავისუფლებისთვის და ქვეყნის სიყვარულისთვის ბრძოლის სიმბოლო.
მინდა თითოეულ გარდაცვლილს მადლობა გადავუხადო თავისუფლებისთვის”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მსგავსი სტატიები
- 73
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და ყოველდღიური თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა - 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური თავდადებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობისთვის. - 72
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის… - 72
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 72
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…