1963 წლის 27 აგვისტოს მწვერვალ შხარადან დაშვებისას გურამ თიკანაძე დაიღუპა.

1997 წელს კავკასიონზე ექსპედიციის დროს, კარავში ღამისთევისას ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ცნობილმა მთამსვლელმა თამაზ ბაქანიძემ გვიამბო:

„იმ ექსპედიციაში გურამთან ერთად ვიყავი. იგი ორი წლის გაცნობილი მყავდა და ერთად ვვარჯიშობდით. ვემზადებოდით იმჟამინდელი სსრ კავშირის პირველობისთვის ერთეულებს შორის. თეთნულდზე ავედით ერთად, მაგრამ 1962 წელს ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა და ერთეულთა პირველობები შეწყვიტეს.

გურამს არაერთი მწვარვალი ჰქონდა დაპყრობილი. იგი წარმატებას წარმატებაზე აღწევდა როგორც ფოტოხელოვნებაში, ისე ალპინიზმში. ალპინიზმში საკავშირო პირველობის ვერცხლის მედალი ჰქონდა მიღებული. 1962 წელს მოდენის საერთაშორისო ფოტოკონკურსში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მისმა ნამუშევარმა „თბილისის ზღვამ,“ეს პირველი საერთაშორისო ჯილდო იყო საქართველოს ფოტოხელოვნების ისტორიაში. მოკლედ, ამ ჭეშმარიტად კეთილშობილ, ახოვან და ულამაზეს ვაჟკაცთან ერთად რომელ მთამსვლელს არ მოუნდებოდა მრისხანე მწვერვალთან შერკინება.

ჯგუფს, რომელსაც ცენტრალურ შხარაზე უნდა განეხორციელებინა ასვლა, გურამ თიკანაძე ხელმძღვანელობდა. ჩემთან ერთად ამ ჯგუფში იყვნენ: ვანო წიკლაური, გიორგი კობიძე, ვალიკო ფოფხაძე. ასვლისას გურამის მეწყვილე ვიყავი, _მასთან ერთ თოკში ჩაბმული. ვიცოდით, გურამს ამ დროისათვის დიდი ნერვიულობა შეხვდა, მაგრამ ჩვენთან არ იმჩნევდა.

ეს ყოველივე დაშვებისას მოხდა.

დაახლოებით 4800 მეტრ სიმაღლეზე ვიყავით. წინ ფრიალო, შვეული კედელი გვქონდა გასავლელი. პალო თავად გურამმა დააგო…

უცებ რაღაც გავარდა და დავინახეთ, გურამი მოწყდა და ქვემოთ მიფრინავდა. პირველი დაცემისას შეეცადა ვარდნა შეემცირებინა, შემდეგ მეორედ დაეცა და …მთელი სამასი მეტრით ქვემოთ ჩაიქროლა…

_ მივეშველოთ-მეთქი _წამომცდა.

ვანო წიკლაურის ცრემლიან თვალებს რომ შევხედე, უცებ მოვედი გონს და მივხდი, რომ გურამი აღარ იყო.“

(გაზეთი „გურიის მთები,“#2, 1998 წელი).

ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში გურამ თიკანაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო, ჩვენი ექსპედიციის წევრის რევაზ ცქვიტინიძის ფოტოებთან ერთად, გურამ თიკანაძის მეგობრის, ცნობილი ფოტოხელოვნის ნარიმან ერქომაიშვილის ფოტოარქივიც იყო წარმოდგენილი. იგი გურამ თიკანაძესთან ერთად არაერთ ექსპედიციაში იმყოფებოდა. მასთან გურამის გადაღებული ფირებიც ინახებოდა. ნარიმან ერქომაიშვილი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა…

მსგავსი სტატიები

  • 66
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 65
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 65
     ბიძინა ვასაძის ხსოვნასგარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე. ბიძინა ილიას ძე ვასაძე დაიბადა 1961 წელს სოფელ ლიხაურში. 1964 წელს ილია ვასაძის ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოზურგეთში გადავიდა.  ბიძინამ ქ. ოზურგეთის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამასთანავე მან პარალელურად უმაღლესი…
  • 64
    მამა ნიკოლოზის ხსოვნასგარდაიცვალა არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ ღლონტი, კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გურიაში, სოფელ შემოქმედში, პირველი წირვა ჩაატარა. ალბათ ღირს ამ მოვლენის გახსენება... ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის“ დროს, ცოტა თავისუფლების სიომ დაუბერა. ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების იდეები. 1987 წელს, სურვილი გაგვიჩნდა, გაგვეხსნა შემოქმედის ტაძარი, რომელშიც კომუნისტებს სახალხო…
  • 63
    ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალალეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ბეკენბაუერი ფეხბურთელობისას მიუნხენის ბაიერნში, ჰამბურგში და ნიუ იორკ კოსმოსში თამაშობდა. გერმანელმა საკლუბო კარიერაში 620 მატჩი ჩაატარა, 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე გადაცემა გააკეთა.   სანაკრებო დონეზე ბეკენბაუერმა 103 მატჩი ჩაატარა და 14 ბურთი შეაგდო. მან თანამემამულეებთან ერთად 1972 წლის…

არ გამოტოვოთ