🏀⛹‍♂️მუდამ დაუღალავი და ენერგიული გურიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ამავდროულად ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელი დღეს ოზურგეთში იმყოფებოდა.
ლაშა თოიძემ ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების საკალათბურთო სექციის სპორტსმენებს მასტერკლასი ჩაუტარა.
ჩვენი სექციის კალათბურთელები საქართველოსა და გურიის კალათბურთის ფედერაციებისგან მუდმივად განებივრებული არიან მასტერკლასებითა და საჩუქრებით. ( საკალათბურთო ინვენტარით, ფორმებით)
დღევანდელი დღეც ერთერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი სპორტსმენებისთვის.

მსგავსი სტატიები

  • 79
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 77
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 74
    ირაკლი ტუღუშს და გიორგი კვარაცხელია მსოფლიო ქამარი გადაეცათ2023 წლის 21-25 დეკემბერს თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ჩატარდა მსოფლიო თასი ბუდოს საბრძოლო ხელოვნებაში. (კიკბოქსინგში, mma ში, კიოკუშინკაი კარატეში,გრეპლინგში ბრაზილიური ჯიუჯუცუ, კრივში, უშუ სანდაში, და ტაეკვონდოში). შეჯიბრი 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე და პლიუს 18 წლის და ვეტერანებშიც ჩატარდა...შეჯიბრს ორგანიზება გაუწია მსოფლიოს ბუდო კარატეს ფედერაციამ და საქართველოს ბუდოს საბრძოლო ხელოვნებათა…
  • 74
    ხარიტონ ჩხატარაშვილი 65 წლისააცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს,  მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე,  ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…
  • 74
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდაოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოეწყო: ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების…

არ გამოტოვოთ