ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს,  მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში.

ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე,  ორი შვილი – ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო.

1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.

თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე).

1982 წლიდან მუშაობას იწყებს მახარაძის „მერცხალში“ ბავშვთა გუნდის მწვრთნელად.

1983 წელს სოფელ შემოქმედის საშუალო სკოლის ბაზაზე აყალიბებს ფეხბურთის გუნდს შემოქმედის „ჩაქუხას, რომელიც იმავე წელს ასპარეზობს „ტყავის ბურთის“ რესპუბლიკურ გათამაშებაში, ხდება რესპუბლიკის ჩემპიონი და მონაწილეობს საკავშირო პირველობაზე ქ.ტალინში, სადაც ერთი სკოლის გუნდი იღებს საპატიო მესამე ადგილს.

1986 წელს „მერცხალის“  მთავარი მწვრთნელის სოსო გაგუას მიწვევით მუშაობას იწყებს მახარაძის „მერცხალში“ მეორე მწვრთნელად.

1987 წელს მახარაძის „მერცხალი“მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ხარიტონ ჩხატარაშვილი  1996-89 წ.წ.მახარაძის „მერცხალის“ მთავარი მწვრთნელია,

1999 წლიდან _2005 წლამდე კი ბათუმის საფეხბურთო კლუბ „ლუკას“ მთავარი მწვრთნელი და კლუბის დირექტორი.

შემდეგ კი  2013 წლამდე ოზურგეთის „მერცხალის“ მთ.მწვრთნელი და დირექტორი.

ამავე წელს რეგიონალური ლიგიდან მისი ხელმძღვანელობით გუნდი გადადის საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში!

2012 წელს მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზურისათვის მონაწილეობის უფლება( ცოტა დაკლდა აღნიშნული მიზნის მისაღწევად)

2014 წლიდან ხელმძღვანელობს ოზურგეთის „მერცხალის“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამას.

ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისა და ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2012 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2012 წლიდან UEFA -ს „A”ლიცენზიის დიპლომის მფლობელია.

2019-2020 წლებში იყო ს/კ „ბახმაროს“ მთ.მწვრთნელი.

_„არასდროს მიფიქრია,რაიმე სხვა მეკეთებინა,დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო!“_ ამბობს ხარიტონ ჩხატარაშვილი.

მთელი ცხოვრება ფეხბურთს დაუთმო და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაუზარდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ოზურგეთის „მერცხალს“: ირაკლი ზოიძე,ლაშა სალუქვაძე.მიხეილ ქობულაძე,ავთანდილ ცერცვაძე,ჯონი კალანდაძე,ნოდარ მაჭავარიანი,გია გოგუა,კახა როხაძე,გია ავალიანი,ზაზა ტუღუში,ნიკა ჭკუასელი, იონა კალაჯიშვილი,ელგუჯა ჩხაიძე,რამაზ ასკურავა, შოთა მანჯავიძე,ლაშა ქათამაძე,დათო სიამაშვილი, და სხვა მრავალი!

ის დღედაღამ ქართულ ფეხბურთზე ფიქრობს,ბევრ კარგ საქმეს აკეთებს! მისი ხელმძღვანელობითა და ინიციატივით ჩატარდა ვეტერანი ფეხბურთელისა და მწვრთნელის კოტე გოგატაძისა და სოსო გაგუას სახელობის თასის გათამაშება ,რომელშიც ორასზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა,

მწვრთნელი- ინტელექტი,ფსიქოლოგი,პედაგოგი,სწორედ ასეთად ახასიათებენ ბატონ ხარიტონს მისი გაზრდილი ფეხბურთელები!

ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთით ცხოვრობს!

დიდი სიყვარულითა და პატივსცემით სარგებლობს თავის მეგობრებში და საზოგადოებაში,დღეს იშვიათია ისეთი ადამიანები,რომლებიც თავიანთი პროფესიის ერთგულნი რჩებიან, რომლებიც ფიქრობენ არა იმაზე,როგორ მიიღონ მხოლოდ პირადი სარგებელი, არამედ უყვარდეთ თავიანთი საქმე უანგაროდ და სიცოცხლე საყვარელ საქმეს მიუძღვნან!

ხარიტონ ჩხატარაშვილი სწორედ ასეთია!

ასეთი ადამიანების დაფასება საჭიროა სწორედ ერთგულებისა და პროფესიონალიზმის წასახალისებლად!

მსგავსი სტატიები

  • 93
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 91
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 87
    ლაზარე ჩხარტიშვილი ერთპიროვნული ლიდერიათბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
  • 86
    ბახვი ჰესი  - ნარჩენების მართვა პროექტის განხორციელების არეალშიბახვი ჰესის პროექტისფარგლებში, ნარჩენების მართვამშენებლობისა და ექსპლოატაციის ეტაპზე, გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. ბახვი ჰესის დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში,  მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ნარჩენების წარმოქმნა,  აქედან გამომდინარე ქართული კანონმდებლობის სრული დაცვითა და ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანიას შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი ადგენს ჰესის მშენებლობის და ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი…
  • 86
    ოქროს ქამრები ჩვენია!კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…

არ გამოტოვოთ