ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში, ,,ბაღების მშენებლობა – რეაბილიტაციის პროგრამის” ფარგლებში დასრულდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 1,2 მილიონი ლარი შეადგინა.
მსგავსი სტატიები
- 88ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში ახლადრეაბიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო,…
- 84საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მოინახულა. სამსართულიან შენობაში მოეწყო: 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია,…
- 82ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო. ,,გამორჩეული და სასიხარულო დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.…
- 82გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სკოლის სრული რეაბილიტაცია სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, მოეწყობა სასწავლო…
- 80საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან ერთად,…