საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გურიის რეგიონში, წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მილიონ ლარს შეადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები, სატუმბი სადგური, აღრიცხვის კვანძები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
გურიის რეგიონში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, მიმდინარე პროექტების დასრულება ეტაპობრივად, 2024-2026 წლებში იგეგმება, რის შედეგადაც 50 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მსგავსი სტატიები
- 76საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
- 74საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესი ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოინახულეს. პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა…
- 73საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
- 72საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…
- 71საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტირება-მშენებლობა და სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ. პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან…