საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესი ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოინახულეს. პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2024 წლის მაისის თვეშია დაგეგმილი. შედეგად, სოფლების: აკეთის, ჯურუყვეთისა და ღრმაღელეს 1990 ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაციის კუთხით 7 პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, ხუთი პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მათი დასრულება 2024 წელს იგეგმება. ორი პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წელს დაიწყება და ეტაპობრივად 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.

აღნიშნული პროექტებისთვის სახელმწიფო დაფინანსებით ჯამურად 115 მილიონი ლარი იხარჯება, რომელთა დასრულების შემდგომ გურიის რეგიონის 44 000 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მსგავსი სტატიები

  • 74
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნოსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…
  • 74
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ორი პროექტი დასრულდასაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტირება-მშენებლობა და სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ. პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან…
  • 73
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნოგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ნიგვზიანის, აკეთის , ჩოჩხათისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მის შესასრულებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 7 124 326 ლარი გამოიყო.
  • 72
    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია…
  • 70
    გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსთან კახა დვალთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. ჯამურად აშენდება 197 988 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 2 778…