ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო: ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისა და პარკირებისთვის.

ახალ საჩოგბურთო ცენტრში პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები შეძლებენ როგორც ვარჯიშს, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.  პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2 275 044 ლარი შეადგინა.

მსგავსი სტატიები

  • 92
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 91
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 86
    ლაზარე ჩხარტიშვილი ერთპიროვნული ლიდერიათბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
  • 86
    ხარიტონ ჩხატარაშვილი 65 წლისააცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს,  მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე,  ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…
  • 85
    გაბრიელ სალუქვაძე_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონიგაბრიელ სალუქვძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გახდა ჭადრაკში 8 წლამდელთა ასაკში. მან 7 პარტიიდან შვიდივე  მოიგო. 5-5 ქულა გიორგი ჯანელიძემ და ანდრია ადეიშვილმა მოაგროვეს.

არ გამოტოვოთ