24-27 ოქტომბერს ქალაქ რიგაში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა ჩოგბურთელი – ბარბარე სიხარულიძე, ანდრია ჩხარტიშვილი, ლუკა სიჭინავა, აკაკი გაბიცინაშვილი და ანასტასია ჩხარტიშვილი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილებას.

19-წლამდე გოგონათა შორის მონაწილეობდა ანასტასია ჩხარტიშვილი, რომელიც 17-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონია.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში, რომელსაც ევროპის ფარგლებში სარეიტინგო ტურნირის სტატუსი ჰქონდა, მონაწილეობას იღებდა ევროპის 13 ქვეყნის (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთ და სხვ.) 200-მდე ქვეყნის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

ჩვენმა 13-წლამდე ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელებმა, ბარბარე სიხარულიძემ და  ანდრია ჩხარტიშვილმა, რომლებიც პირველად იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის გარეთ გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირში, საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეს – მე-11 ადგილი ევროპის 48 პრეტენდენტს შორის. აღსანიშნავია, რომ ანდრია ჩხარტიშვილს შედეგიანი თამაშისთვის, ტურნირის ორგანიზატორის განსაკუთრებული გადაწყვეტილებით, 19-წლამდელებში თამაშის უფლება დართეს, სადაც მან 40 მონაწილეში 21 ადგილი დაიკავა, საინტერესო და სანახაობრივი თამაშის ჩვენებისთვის კი სამახსოვრო სუვენირიც გადაეცა. ლუკა სიჭინავა, რომელიც ასევე პირველად მონაწილეობდა ქვეყნის გარეთ გამართულ საერთაშორისო ტურნირში 15-წლამდელებში, 29-ე ადგილს დასჯერდა, ხოლო 19-წლამდელებში 22-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება აკაკი გაბიცინაშვილის გამოსვლას, მან საერთო ჩათვლაში მე-15 ადგილი დაიკავა.

ანასტასია ჩხარტიშვილმა ჯგუფი ოთხიდან ოთხი მოგებით დაასრულა და პირველი ადგილით გადავიდა 1/8-ფინალში. ფინალში კი ანასტასიას ელოდებოდა ძლიერი მეტოქე ლიეტუვიდან სმილტე მოლკუნაიტე, რომელმაც ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ესტონელი ირინა ლიტვინოვა ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

ანასტასიამ ფინალურ შეხვედრაში შთამბეჭდავად ითამაშა და მოწინააღმდეგე მშრალი ანგარიშით, 3-0 (11-8,11-5,11-7) უშანსოდ დაამარცხა.

მსგავსი სტატიები

  • 76
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 70
    ჩოხატაურში იუნორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დასრულდაგურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…
  • 69
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 69
      20 ივლისს , ოზურგეთში, ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საჭადრაკო კლუბში დილიდანვე შეკრებილთა შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ასაკის(უმეტესობა მოსწავლეები) როგორც თანრიგოსანი , ისე მოყვარული მოჭადრაკები. მათ შორის მეზობელი მუნიციპალიტეტიდანაც. ამ დღესთან დაკავშირებული ტურნირის დაწყებამდე, მოკლედ აღინიშნა ჭადრაკის ისტორიისა და მის მიმართ მსოფლიო ხალხების დამოკიდებულებაზე და მნიშვნელობაზე. შეკრებილთა საჭადრაკო კვალიფიკაციის და…
  • 68
    საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 და მე-4 ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მე-3 ლიგის მე-7 ტურის მატჩში ჩოხატაურის „ბახმარომ“ გარდაბანში წააგო ლიგის ერთ-ერთ აუტსაუდერთან 1:2. მე-4 ლიგაში „გურიამ“ და „მერცხალმა“ მე-6 ტურში წარმატებებს მიაღწიეს. „გურიამ“ შინ „სამგურალი 2“ დაამარცხა 1:0, ხოლო „მერცხალმა“ სტუმრად „იბერია 2010“ დაამარცხა _3:2. „ბახმაროს“ 7 ქულა აქვს და…