კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა.
მედიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.
ერთ-ერთ დაშავებულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა – მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ ის თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.
ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: AMBEBI.GE
მსგავსი სტატიები
- 81
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. სამძებრო სამუშაოებში მთელი სოფელია ჩართული. „ტვ პირველი“-ს ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, წვიმიანი ამინდის გამო კი, ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგაც მდინარეში გადავარდნენ. „ორი ბიჭი და ერთი გოგო იყვნენ. ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ ახლა,…
- 81
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 80კენიაში წყალდიდობას ებრძვიან. ხელისუფლების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბურ წყალდიდობასა და მეწყერს ქვეყანაში სულ მცირე 181 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ კენიაში ასობით საცხოვრებელი სახლი, ხიდები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა. მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმებმა ასევე მნიშვნელოვნად დააზიანა კენიის მეზობელი ქვეყნები, ტანზანია და ბურუნდი. ექსპერტები უხვ ნალექებსა და სტიქიურ უბედურებებს კლიმატის…
- 77
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 72
ამაზონის ჯუნგლებში თვითმფრინავი ალიგატორებით დასახლებულ ჭაობში ჩამოვარდა - ის ადგილობრივმა მეთევზეებმა პარასკევს, ბოლივიის ამაზონასის რეგიონში იპოვეს. ბენის დეპარტამენტის საგანგებო ოპერაციების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი გადაარჩინეს - სამი ქალი, ერთი ბავშვი და 29 წლის პილოტი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ხუთშაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ცენტრალურ ბოლივიაში, ბენის დეპარტამენტის რადარიდან…