ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ლანჩხუთში 23 წლის თორნიკე წილოსანი მოულოდნელად გარდაიცვალა.
“დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ენა ჩაგვივარდა, მხოლოდ ყვირილი შეგვეძლო, გეძახდით, მამი… ლანჩხუთს 23 წლის თორნიკე წილოსანი არ ჰყავს” _ წერენ სოციალურ ქსელში.
41 ჰქონდა სიცხე, როცა კლინიკაში წაიყვანეს. ერთი კვირაც ვერ იცოცხლა ამის შემდეგ. სიმსივნე მოდებული ჰქონდა ყველგან, ფილტვზე, ღვიძლზე. ვერაფერი უშველეს. უკარგესი ახალგაზრდა დაგვაკლდა. მაგისტრატურაში სწავლობდა საგანგებოს უსაფრთხოება ჰქონდა დამთავრებული. მამამისიც სამაშველოში მუშაობს” – გვიყვებიან ოჯახის ახლობლები. წერს ინტერნეტგამოცემა ამბები.გე.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია თანაუგრძნობს თორნიკე წილოსანის ოჯახის წევრებს, ახლობლებს.
მსგავსი სტატიები
- 85
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა. მედიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ… - 81
ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც გონიოში ხარაჩოდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული - გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობს კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ოთო დეკანაძეა. ის "ოცნების ქალაქში" ცხოვრობდა. გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მის შესახებ… - 79
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“… - 78
"შეკვეთილის სანაპიროზე, კაპროვანში ზღვამ კიდევ ერთი ჭურვი გამორიყა, სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საბრძოლო იარაღი..." - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. „შეკვეთილის სანაპიროზე, კაპროვანში ზღვამ კიდევ ერთი ჭურვი გამორიყა, სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საბრძოლო იარაღი… რასაც ადგილზე… - 77
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. სამძებრო სამუშაოებში მთელი სოფელია ჩართული. „ტვ პირველი“-ს ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, წვიმიანი ამინდის გამო კი, ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგაც მდინარეში გადავარდნენ. „ორი ბიჭი და ერთი გოგო იყვნენ. ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ ახლა,…