ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.გუშინ ამ თემაზე პირველი სხდომა გაიმართა.

დამკვირვებელი „ქართული ოცნებიდან“ ბესიკ მელუა უჩიოდა ბახვის #15 საარჩევნო უბნის კომისიის ერთ-ერთ  წევრს, რომელიც, მელუას განცხადებით არჩევნების პროცესში აგიტაციას ეწეოდა ერთ-ერთი პარტიის სასარგებლოდ.

როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ განმარტა, ბახვის #15 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურეს. ამიტომ დასახელებული კომისიის წევრის მიმართ რაიმე სახის  სასჯელი არ გატარდა.

ქ. ოზურგეთის #02 უბანზე გადასატან ყუთთან ერთად 42 საარჩევნო ბიულეტენი წაიღეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 32 ამომრჩეველმა და 9 ბიულეტენის ნაცვლად, უკან დაბრუნდა 8 ბიულეტენი. (საჩივრის ავტორი გვანცა საკანელაშვილი)

დასახელებული კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა (მადონა ფირცხალაიშვილი, მაია ზაქარიაძე) შეადგინეს შესაბამისი აქტი და ბიულეტენი ბათილად ცნეს, ამიტომ საოლქო კომისიამ დისციპლინური ღონისძიება არ გაატარა.

მსგავსი საჩივარი იყო შესული საოლქო კომისიაში დვაბზუს მე-19 საარჩევნო  უბნიდან, დამკვირებელ ნინო კილაძის საჩივარი, რომელიც ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას ეხებოდა, ბრალეულების დისციპლინაურ სასჯელს მოითხოვდა.

აღნიშნულ ფაქტს საუბნო კომისიაც ადასტურებდა, რომ მათ გააუქმეს გაცემული ზედმეტი ბიულეტენი და ამომრჩეველზე გაიცა ახალი ბიულეტენი.

ა (ა) იპ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ დამკვირვებლის ნანა შაფაქიძის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მელექედურის #26 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთთან ერთად წაღებულ იქნა 30 ბიულეტენი. 20 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 18 ამომრჩეველმა. გამოყენებული ბიულეტენი 12-ის ნაცვლად დაბრუნდა 10.  გადასატან ყუთზე პასუხისმგებელ კომისიის წევრს კომისიის თავმჯდომარემ დააწერინა შესაბამისი ახსნა-განმარტება.

საჩივრის ავტორი ვიქტორ კვიტატიანი მიუთითებდა: „ აშკარაა, რომ გადასატან ყუთზე პასუხისმგებელი კომისიის წევრის მიერ საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ  ორი ბიულეტენი დააკლდა, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების უხეშ დარღვევას.

ზემოაღნიშნულ დარღვევაზე დამკვირვებლის _ნანა შაფაქიძის მიერ, დასახელებულ უბანზე დაწერილ იქნა საჩივარი 2024 წლის 26 ოქტომბერს, რომელიც რეგისტრირებულია უბანზე სათანადო წესით.

საარჩევნო კოდექსის  28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, ასევე 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ზემოთაღნიშნული დარღვევა საუბნო კომისიის გადასატან ყუთზე პასუხისმგებელი კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია.

შესაბამისად, ვითხოთ გადასატან ყუთზე პასუხისმგებელი კომისიის წევრისათვის დაკისრებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობა საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.“

კომისიის სხდომაზე  დამსწრე გოჩა მჟავანაძემ განაცხადა, რომ იგი ვიქტორ კვიტატიანის მინდობილ პირს წარმოადგენდა და ჩაერთვებოდა განხილვის პროცესში, რაზედაც მან შესაბამისი ახსნა-განმარტებით უარი მიიღო.

კომისიამ შესაბამისი არგუმენტების გამოყენებით საჩივრის ადრესატებს დისციპლინაური საჯელი არ დააკისრეს.

საიას საჩივარს ოზურგეთის ახალგაზრდა იურისტთა საზოგადოების თავმჯდომარე თამაზ ტრაპაიძე წარმოადგენდა, რომელიც ბახვის #15 საარჩევნო უბნის ერთ-ერთი დამკვირვებლიდან საიას-ში გადაგზავნილ საჩივარს ეხებოდა.

საჩივრით, ბახვის საუბნო საარჩევნო კომისიამ ნამდვილად ჩათვალა ერთი ბიულეტენი, რომლის შიდა წრის სივრცეში  #41 იყო გაფერადებული. აღნიშნულ ბიულეტენზე ნაწილობრივ სხვა ციფრიც, დაახლოებით 3 პროცენტით  იყო გაფერადებული., რაც ტრაპაიძის თქმით ხმის მისაცემმა აპარატმაც დააფიქსირა. ხელით მთვლელებმა კი აღნიშნული ბიულეტენი ბათილად არ ჩათვალეს.იგი აღნიშნული ბიულეტენის ბათილად ცნობას მოითხოვდა.

ბერდია ლომიძემ განმარტა, რომ საუბნო კომისისამ კანონის შესაბამისად 230/224 განკარგულებით საარჩევნო კომისიას სწორად ჰქონდა ბიულეტენის ნამდვილობა მიკუთვნებული.

მსგავსი სტატიები