29 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს ღია საჭადრაკო ტურნირი “ჩემპიონთა თასი”, რომელიც ორ სხვადასხვა კატეგორიაში, A და B ღია ტურნირად, ტარდება . ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენს 22000 ლარს. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
ამ ტურნირში წარმატებით მონაწილეობს ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი, რომელიც 10 წლამდე ასაკში საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. ლაზარე 5 ტურის (სულ 9 ტური ) შემდეგ 4 ქულით მეორე პოზიციაზეა. ამ შედეგით მას, ჯერჯერობით რეიტინგის 50 ერთეულით მატება აქვს და მისასალმებელია, რომ ამ წარმატებულ შედეგს, მასზე უფროს და მაღალ რეიტინგიან მეტოქეებთან კარგი თამაშით აღწევს.
მიუხედავად იმისა, მას წელს ძალზე დატვირთული სეზონი აქვს, იგი ცდილობს ყველა ძლიერ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და დიდი გამოცდილებით გაემგზავროს მსოფლიო პირველობაზე, რომელიც მ/წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება.
წარმატება ლაზარეს!
მსგავსი სტატიები
- 75
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…
- 72
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა „ჩემპიონთა თასი(ღია В) -2024“ ტურნირი ჭადრაკში,რომელშიც მაღალ რეიტინგიან და გამოცდილ მოჭადრაკეებთან ერთად ასპარეზობდა 10 წლის ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი. მან 9 პარტიაში 5,5 ქულა(!) დააგროვა და 56,5 ერთეულით გააუმჯობესა საკუთარი საერთაშორისო რეიტინგი. ამ შედეგით თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი მზადაა წარმატებით იასპარეზოს მსოფლიო მსოფლიო პირველობაზე, რომელიც ნოემბერში…
- 72
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 68
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 68ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…