ზოგჯერ რა ადვილად იტყვის კაცის ენა რამეს და რა ძნელი გასაკეთებელია ის. ასე იყო „დინამოს“ შემთხვევაშიც: ჩვენი გუნდი იქამდეც არაერთხელ იყო ახლოს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედლებთან, მაგრამ არ გამივიდა. მიზაზი მარტივი საპოვნელია: პატარა საქართველოს დიდი რუსეთისათვის არ უნდა ეჯობნა.
სიმართლე უნდა ვთქვა: ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩის გახსენება გვარიანად რთული გამოდგა. თავი არ დამიზოგავს, ამოვქექე ძველი მასალები ინტერნეტიდან და ვიყავი ბიბლიოთეკაშიც. რა თქმა უნდა, იმ ძველი ამბების სრულად გახსენევბა რაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ საინტერესო მასალები კი არის.
ძალიან დამეხმარა ქართული სპორტული მემატიანეს, გაზეთ “ლელოს” ძველი ნომერბი. პატარა ლირიული გადახვევა: წაიკითხავ ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკის კორიფეების, მიხეილ კაკაბაძისა და ბიჭიკო ქორქიას რეპორტაჟებს ტაშკენტიდან და არ შეიძლება, გული არ აგიჩქროლდეს, რომ შენც ცდილობ, ღირსეულად იარო მათ ნაკვალევზე…
მოკლედ, შევეცადოთ, მასქიმალური სიზუსტით აღვიდგინოთ უზბეკეთის დედაქალაქში წლების წინ განვითარებული ამბები, რომლებიც “ოქროს ასოებით წერია ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
გადავწყვიტეთ, მკითხველის სამსჯავროზე გამოვიტანოთ წერილი, რომელიც ჩვენ ბევრისმნახველ გაზეთში 1964 წლის 19 ნოემბერს. მისი ავტრები არიან ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებიქართული სპორტული ჟურნალისტიკის ვარსკვლავები, მიხეილ კაკაბაძე და ბიჭიკო ქორქია.
“მატჩის დაწყების დრო ამ დღეს ერთ პირობით ხასისათს ატარებდა. თამაშამდე 3 საათით ადრე სტადიონისაკენ მიმავალი გზები ხალხის ულევი ნაკადით იყო სავსე.
თვით სტადიონის ვეება ჯამი თამაშის მოლოდინში ღელავდა და ბობოქრობდა. აი, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გაიშალა ტრანსპარანტი: “დინამო” – ხოლოდ გამარჯვება”! თითქოს ამის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ტრიბუნაზე გამოფენილი ლოზუნგი “ტორპედოს” გამარჯვებას ნატრობდა. ამდაგვარი თვითნაკეთიპლაკატები, ლოზუნგები, საჰაერო ბუშტებზე გამობმული წარწერები მართლაც სოკოებივით ამოდიოდნენ ხალხით გადატენილი ტრიბუნებიდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ძალთა შეფარდება აშკარად დინამოელთა მხარეზე იყო.
მატჩის დაწყებამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, აჟიოტაჟმა კი უმაღლეს წერტილს მიაღწია. “პახტაკორის” სტადიონი ამ დღეს სანახევროდ ჩვენი “დინამოს” სტადიონს მოაგონებდა კაცს. თბილისის გუნდს ჰყავდა არა მარტო საქართველოდან ჩამოსული უამრავი (დაახლოებით 5 ათასამდე) ქომაგი, არამედ ძალიან ბევრი ადგილობრივი გულშემატკივარი.
მატჩის არბიტრს მ. რუბენისსა და მის თანაშემწეებს მინდორზე ფოტორეპორტიორთა და კინოოპერატორთა ვეება არმია დახვდათ. გუნდების გამოჩენისას ტრიბუნებზე გრიგალივით გადაიარა ტაშმა და შეძახილებმა. კაპიტნებმა გაითამაშეს მხარეები, მოთამაშეები მინდორზე განლაგდნენ და ბარქაიამ ბურთითამაშში შეიყვანა.
ეს მატჩი – კონკრეტული მატჩი ოქროს მედლებისათვის, შეუძლებელია სპორტსმენთა ნერვიულობის გარეშე დაწყებულიყო. და უნდა ითქვას, რომ თბილისელები ამ მხრივ მეტოქეებზე მეტად სცოდავდნენ. ამით უმალ ისარგებლეს გუნდის ლიდერებმა ივანოვმა და ვორონინმა. მრავალ ბრძოლებში გამობრძმედილმა ფეხბურთელებმა იგრძნეს, რომ სწორედ ახლა, ამ მღვრიე წყალში შეიძლებოდა “თევზის დაჭერა”. მათ ტონი მისცეს თავიანთი გუნდის თამაშს და “ტორპედოც” მთელი ძალით ამოქმედდა.
ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენი გუნდისთვის. ნახევარდაცვის ხაზი არ ჩანდა, უმოქმედობდა ორივე ფლანგი და მთელმა ტაიმმა ისე განვლო, რომ მესხს თამაშში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. “დინამო” მოქმედებდა შებორკილად და უინიციატივოდ. ჩვენი სწრაფი, ცოცხალი, ტემპიანი გუნდი მოშვებულ ზამბარას ჰგავდა. მადლობა მცველებს, რომლებმაც თავს იდვეს ესოდენ მძიმე ტვირთი.
მადლობა კოტრიკაძეს, რომელმაც ამ უაღრესად ნერვულ, მძიმე და მწვავე სიტუაციაში ბრწყინვალე ოსტატობა გამოამჟღავნა. მაყურებლები ერთ ხანს გაოგნებულნი უყურებდნენ მინდორზე შექმნილ სურათს. თანდათან გამოჩნდნენ პირველი “მოღალატეები”, რომლებმაც იწყეს დინამოელთა რიგების მიტოვება და “ტორპედოს” ბანაკში გადაბარგდნენ.
ძნელია ყველა იმ მომენტის აღწერა, რომელიც ჩვენს მოედანზე შეიქმნა. მაგრამ როცა 21-ე წუთზე შჩერბაკოვის თავით ძლიერად დარტყმული ბურთი კარისკენ წავიდა, ხსნა თითქოს აღარ იყო და სწორედ ამ დროს ბურთი ძელს მოხვდა. ამას მოყვა სერგეევის გარღვევა, შემდეგ სოლოვიოვის კარში დარტყმა, ვორონინის ღრმარეიდი…
ყველაფერი ეს ერთი ნაბიჯი იყო გოლამდე, მაგრამ, საბედნიეროდ, გოლმა სწორედ ეს ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა. ერთადერთი დინამოსებრი გაელვება მოხდა მე-40 წუთზე, როცა მეტრეველმა სწრაფი სირბილით ჩამოიტოვა სარაევი, კარის გასწვრივ ჩააწოდა ისე, რომ ბურთის გატანა შეეძლო ბარქაიასაც, დათუნაშვილსაც და მესხსაც. მაგრამ ვერც ერთმა ამ ჩაწოდებას ვერ მიუსწრო.
შესვენების შემდეგ “ტორპედო” კვლავ იერიშს იერიშზე ახორციელებს და აი, 55- ე წუთზე მოსკოველებმა საწადელს მიაღწიეს: ენერგიული შჩერბაკოვი ოთხ მეტოქესთან ბრძოლაში დაეუფლა ბურთს და ძლიერი დარტყმით გაგზავნა იგი თბილისელთა კარის დაბალ კუთხეში 1:0.
ვინ იფიქრებდა, რომ ამ მძიმე ვითარებაში დინამოელები შეძლებდნენ თამაშის სადავეების ხელში აღებას და მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანას. მაგრამ სწორედ ასე მოხდა: მიღებულმა ბურთმა თითქოს ხელ-ფეხი შეუხსნა ჩვენს ნახევარდაცვას და ფორვარდებს, მოშვებული ზამბარა დაიჭიმა და შემდეგ…
აფეთქდა. ამ აფეთქების ნაკადები ტალღასავით დაიძრა ტორპედოელთა კარისკენ. მეტოქე დაიბნა. იგი არ მოელოდა ამ არნახულ შტურმს, რომელიც წამდაუწუმ აწყდებოდა დაცვის ზღუდეებს. საპასუხო გოლი გატანილ იქნა 72-ე წუთზე უშუალოდ კუთხურიდან დათუნაშვილის მიერ. იქნებ ვინმემ იფიქროს, რომ კუთხურიდან გატანილი ბურთი შემთხვევითიაო. მაგრამ მატჩის ამ მონაკვეთისთვის თბილისელთა მარჯვენა გარემარბმა სამჯერ ზედიზედ ჩამოაწოდა კუთხური და სამივეჯერ “ტორპედოს” კარი სასწაულით გადარჩა გოლს. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში შაპოვალენკო და მისიმცველები ბურთის მოგერიების შემდეგ პანიკური შიშით შეპყრობილი ეყარნენ კარის ხაზზე.
აქ დაიწყო თბილისელთა ნამდვილი თამაში. ისეთი, მეგობრებო, როგორიც თქვენ ხშირად გინახავთ მშობლიურ სტადიონზე. დინამოელთა ნახვას არაფერი სჯობდა. სწორედ ამ დროს თქვა თავისი სიტყვა შეტევის დიდოსტატმა მიხეილ მესხმა, რომელმაც სრული დეზორგანიზაცია შეიტანა მეტოქის დაცვის რიგებში.
მთელი ძალით ამოქმედდა გუნდის ხერხემალი – ნახევარდაცვა და მეტრეველი, რომელიც თავიდანვე მაქსიმალური ძალით თამაშობდა. ყოველივე ამას დაემატა ივანოვის გასვლა და ისევე როგორც თბილისელები გადაურჩნენ პირველ ტაიმს, მოსკოველები გადაურჩნენ მეორეს.
დინამოელთა თამაშის უდიდესმა ემოციურობამ და ესთეტურმა ზეგავლენამ ტრიბუნებზე ყველა “მოღალატე” შემოაბრუნა და ნეიტრალურ მაყურებელთასაკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენს ნაკადში გადმოიბირა.
…დამთავრდა პირველობა, ჩემპიონი კი არ იყო. დამთავრდა ოქროს მატჩის ძირითადი დრო, გამარჯვებული კი არ ჩანდა. ყველაფერი თავიდან უნდადაწყებულიყო და რუბენისმა გუნდები ისევ სათამაშოდ მოიხმო. კვლავ მხარეთა გათამაშება და როგორც დასაწყისში, ბურთი ამჯერადაც ბარქაიამ შეიყვანა თამაშში, მაგრამ ახლა ბარქაიაც და მისი მეგობრებიც სულ სხვა ძალას წარმოადგენდნენ.
მიმდინარეობდა თამაშის 92-ე წუთი. მესხი თავისი ფლანგიდან ცენტრისაკენ დაიძრა. მას ფეხდაფეხ “ტორპედოს” მცველთა მთელი ამალა მოსდევდა. გარემარბმა მიაღწია ცენტრს და ბურთი მარჯვნივ გადააწოდა, იქ, სადაც ტყვიასავით მოჰქროდა დათუნაშვილი. ეს იყო უშესანიშნავესი გოლი! დათუნაშვილმა დაარტყა ისე, რომ ბურთი მოხვდა ბადეს და შურდულივით გამოვარდა უკან. მინდორზე იგივე ხდებოდა, რაც ტრიბუნებზე.
თბილისელები ზეიმობდნენ წარმატებას. დათუნაშვილი მოექცა თავისი მეგობრების ისეთ მარწუხებში, რომ ცენტრამდე ძლივს მიაღწია. დინამოელებმა იგრძნეს გამარჯვება, რომ მათ ვეღარაფერი აღუდგებოდა წინ. “ტორპედოს” ხსნის უმძიმესი მისია ითავა დაუღალავმა და შესანიშნავმა ვორონინმა. სად არ ნახავდით მას, მინდვრის რომელ კუთხეში არ იბრძოდა თავგამეტებით თანამედროვე ფეხბურთის ეს უბრწყინვალესი ოსტატი. მაგრამ რას გააწყობდა ვორონინი ან მთელი მისი გუნდი, როცა ფრთაშესხმული დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ “ტორპედოს” დაცვის ყველა ჯებირს.
მატჩის აპოთეოზი იყო მესამე ტაიმის ბოლო წუთი. გ. სიჭინავს გადაცემის შემდეგ, “ტორპედოს” მარჯვენა მცველი წამით შეცდა. ასეთ შეცდომას მესხი აბა ვის აპატიებდა? მან ჩაიგდო ბურთი და გაიჭრა სინ… შაპოვალენკო ამ მომენტში მეკარედ აღარ ვარგოდა. 3:1. გამარჯვება ერთბაშად ვიგრძენით ჩვენ, ტრიბუნებზე მსხდომებმა, ქართული ფეხბურთის ამ დიდი ტრიუმფის უშუალო მოწმეებმა, ჩვენ, რომლებმაც საკუთარი თვალით ვიხილეთ, თუ როგორ იმარჯვა თბილისის “დინამომ” ამ დიდი სეზონის დიდ მატჩში.
და აი, როცა მეოთხე ტაიმის პირველ წუთზე მსაჯმა რუბენისმა სავსებით სამართლიანად შეაჩერა თამაში მას შემდეგ, რაც სარაევმა ხელით დაიჭირა მესხის მიერ ცენტრში ჩაწოდებული ბურთი და პენალტი დანიშნა, ჩვენ უკვე ფეხზე ამდგარი ვესალმებოდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონს – თბილისის “დინამოს”, როცა ს. მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა 11-მეტრიანი დარტყმა და ანგარიში გახდა 4:1. 4:1 ჩვენს სასარგებლოდ. ეს უკვე საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ “ტორპედო” კიდევ ერთ გოლს გადაურჩა როცა 112-ე წუთზე ბურთი ორჯერ ზედიზედ მოხვდა კარის ძელს.
რა მატჩი დამთავრდა. ეს იყო დაუვიწყარ წუთებში და აღმაფრენა… დინამოელები ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ. ტრიბუნები გულწრფელად, აღტაცებით იზიარებდნენ ბრძოლაგადახდილი და ვალმოხდილი ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელების უზომო სიხარულს.. ფოტორეპორტიორთა და კინოოპერატორთა არმია კვლავ დაუფლა მინდორს… მორბოდნენ თაიგულებით, სიხარულით…
ტრიბუნებზე ავარდა მაშხალები, აინთო ჩირაღდნები. სიხარული, დიდი სიხარული სუფევდა უზბეკეთის დედაქალაქის სტადიონზე. ფეხბურთელები დაგულშემატკივრები ვზეიმობდით იმ დაუვიწყარ წუთებს, ოქროს მატჩი ოქროს მედლების ბრწყინვალებად რომ გადააქცია.
დამთავრდა მატჩი, მაგრამ ტრიბუნებზე ვნებათა ღელვა არ დამცხრალა. და როცა სტადიონის დიქტორმა მაყურებლებს აუწყა საბჭოთა კავშირის 1964 წლის ჩემპიონის დაჯილდოების ამბავი, კვლავ ახალი ძალით იგრიალა ტაშმა.
ცენტრალური ტრიბუნის წინ იდგა ორი გუნდი: ჩემპიონი დაა ვიცე-ჩემპიონი, თბილისის “დინამო” და მოსკოვის “ტორპედო”. საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის თავჯდომარის მოადგილემ, სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა ვ. მოშკარკინმა თბილისის “დინამოს” მოთამაშეებს გადასცა საკავშირო სპორტკავშირის თასი და პირველი ხარისხის დიპლომი.
პირველი ხარისხის დიპლომები გადაეცათ გუნდის უფროსს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს ა. ღოღობერიძეს, უფროს მწვრთნელს, სსრ კავშირის დამსახურებულ მწვრთნელსა და სპორტის დამსახურებულ ოსტატს გ. კაჩალინს, მწვრთნელს, სპორტის ოსტატს ა. კოტრიკაძეს, აგრეთვე ს. კოტრიკაძეს, ბ. სიჭინავას, გ. პეტრიაშვილს, თ. ზეინკლიშვილს, გ. ცხოვრებოვს, შ. იამანიძეს, ს. მეტრეველს, ა. აფშევს, ვ. ბარქაიას, გ. სიჭინავს, მ. მესხს, ი. დათუნაშვილს და ვ. რეხვიაშვილს. მოსკოვის “ტორპედოს” ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ მეორე ხარისხის დიპლომებით.
ტრიბუნებზე კვლავ იგრიალა ტაშმა, როდესაც გამარჯვებულმა გუნდმა საპატიო წრე შემოხაზა სტადიონზე. ჩვენმა ფეხბურთელებმა ხელში აიტაცეს გუნდის უფროსი მწვრთნელი გ. კაჩალინი და ერთხანს ასეთი “უცნაური მარშით” იარეს. დინამოელები ბამბის ბუჩქებით ხელში, უზბეკური ეროვნული ჭრელი ქუდებით თავდამშვენებული ტოვებდნენ სარბიელს. “პახტაკორის” ცენტრალური სტადიონი კი თითქოს იწვის – თბილისელმა გულშემატკივრებმა ტრადიციული ჩირაღდნებით წერტილი დაუსვეს ამ დიდებულ სანახაობას.”
მ. კაკაბაძე, ბ. ქორქია (ჩვენი სპეც. კორ.). ტაშკენტი.“ლელო”, 19 ნოემბერი, 1964 წ
მსგავსი სტატიები
- 944 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
- 94ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 93ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 90ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 8911 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…