დღეს, ქ. ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში ახალი მხატვრული ფილმის „ბრძოლა _ბერი გაბრიელი“ეპიზოდების გადაღება მიმდინარეობდა.ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ბრაზილიისა და საქართველოს კინოაკადემიების წევრი, ქართველი და უცხოელი მაყურებლებისათვის კარგად ცნობილი რეჟისორი გიორგი კაჭარავა. მაყურებელი მას  განსაკუთრებულად იცნობს სოსო ჯაჭვლიანთან ერთად შექმნილი ფილმით „მაიტა ნასოსი“ (2010 წ.), სადაც იგი რეჟისურის გარდა ბრაზილიელი ჟორჟის როლს ასრულებს. მან 2007 წელს ბრაზილიაში დაარსა საკუთარი კინოსტუდია „LILAYMA“. ასევე იგი ხელმძღვანელობს სტუდიებს „სინემაგია,“და „გი ემ სინემა.“ თავისივე სცენარით გადაღებული აქვს ფილმები „უკანასკნელი ბლუზი“, „დონ ჟუანის დაბადება,“ასევე _ „ორმაგი სახე,“„თოჯინების ქალაქი,“ „პრეზიდენტის არჩევნები,“და ა.შ. ავტორია რომანების: „განკითხვის დღე” და „პილატე და კაიაფა”, წიგნების: „ვინ არის იესო ქრისტე”, „ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულება”…

_ 2 საათიან მხატვრულ ფილმს ვიღებთ წმინდა ღირსი მამა  გაბრიელ აღმსარებელ-სალოსზე (ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძე). სადაც გადმოცემულია მისი რთული ცხოვრება, როგორ განუცხადა კომუნისტური აღლუმის შემდეგ, სადაც ლენინის უზარმაზარი ბანერი გაანადურა,  დაკითხვაზე ჩეკისტებს „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება: დიდება ქრისტე ღმერთს“. როგორ სთავაზობდნენ ციხეში ეღიარებინა, რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით გააკეთა, სანაცვლოდ სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდნენ.   მიუხედავად ხანგრძლივი ტანჯვა-წამებისა, გაბრიელ ბერი კვლავ ურყევად იდგა. უცხოეთის პრესა აშუქებდა ამ სენსაციურ ამბავს. 7 თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავდათ გამოკეტილი…ბევრ საინტერესო ამბებს ნახავთ ამ ფილმში. გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა თბილისსა და მცხეთაში, ფოთშიც გადავიღეთ ეპიზოდები, დღეს ოზურგეთის რკინიგზის სადგური „მოვრთეთ“ კომუნისტური ატრიბუტიკით.  _გვითხრა ფილმის რეჟისორმა.

გიორგი კაჭარავას თქმით, მამა გაბრიელის როლს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ზურაბ ავსაჯანიშვილი ასრულებს, ასევე ფილმში სხვადასხვა როლებში დაკავებული არიან გიორგი ცაავა, ვახტანგ ნოზაძე, გიორგი რატიშვილი, ნოდარ ხუციშვილი, დათო დვალიშვილი, გივი სიხარულიძე…

ფილმი ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოვა ეკრანზე.

რეჟისორმა მადლობა გადაუხადა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვასილ ჩიგოგიძეს, თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს ყურადღებისათვის, მსახიობებს, სტუდიელებს ეპიზოდურ როლებში მონაწილეობისათვის.

ფილმი მომავალი წლის ბოლოს გამოვა ეკრანზე.

მსგავსი სტატიები

  • 94
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 93
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 93
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 92
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 91
    თანამედროვე ქართული სცენური ინტერპრეტაციებიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IX დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ორი წარმოდგენა ვიხილეთ: ამბროლაურის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე) და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი). ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაცოცხლდა ნინია სადღობელაშვილის პირველი…