24 ნოემბერს, 14:30 საათზე, კინო-თეატრ Studio-ში წარმოდგენილი იქნება ორი განსაკუთრებული სპექტაკლი:
ნოდარ დუმბაძის „ცის კარი“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი)
„ილია – თანამდევი სული“ (რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი ვასო ჩიგოგიძე).
ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ჩანაწერი იქნება, რადგან „ილია – თანამდევი სული“ მსოფლიო პრემიერით პირველად სწორედ ათენის სცენაზე იქნება წარმოდგენილი! სპექტაკლი
მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაზე, მისი ბავშვობიდან ტრაგიკულ დასასრულამდე. სპექტაკლი სვამს მტკივნეულ კითხვას: „დღესაც ვკლავთ ილიას?“ და გამოყოფს მის ეროვნულ და მორალურ იდეალებს, რომლებიც დღესაც აქტუალურია და გასააზრებელი.
სპექტაკლი „ცის კარი“:
ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვიყვება, რომელიც მის ავტობიოგრაფიულ ტექსტებზეა დაფუძნებული.
ეს გასტროლი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თეატრის ისტორიაში და გაუსვამს ხაზს ქართული კულტურის სიღრმესა და მნიშვნელობას!
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მადლობას უხდის მასპინძელს- ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს.
მსგავსი სტატიები
- 86
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 84
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში, პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები. სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის… - 84
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 83
XI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე… - 83
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთელი მაყურებელი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 24 ივლისს მასპინძლობდა. „ქართველი ქალი, ანუ შურისძიება“ - თურქი დრამატურგის აჰმეთმითჰათ ეფენდის ამ ნაწარმოების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „შურისძიება“ რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი. მონაწილეობენ ცხინვალის თეატრის მსახიობები. წარმოდგენილია XVIII საუკუნის ბოლო…