2024 წლის ზაფხულისა და შემოდგომის სეზონი, ბრიტანული კომპანიის SLR-ის მკვლევარის მიერ 2021 წელს ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების ე.წ. სამოქმედო გეგმის აღსრულების თვალსაზრისით, დატვირთული პერიოდია. მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობა ბახვი ჰესის გუნდმა მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო.
2024 წლის ივლისში,ბახვი ჰესის (ბახვი 1 და ბახვი 2) საპროექტი არეალში გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული ბიომრავალფეროვნების კვლევა, ეკოლოგიის მაგისტრმა, თბილისის ზოოლოგიური პარკის სამეცნიერო პროგრამების მენეჯერმა, ნიკო ქერდიყოშვილმა ჩაატარა. კვლევის მიზანი, სამშენებლო ეტაპზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (ჰაბიტატები, მობინადრე ან/და ვიზიტორი ცხოველები, ქვეწარმავლები, რეპტილიები) ხარიხსობრივი და რაოდენობრივი მონაცემების განსაზღვრა იყო.
კვლევის შედეგი:
ბახვი 1 ჰესი
ცხოველები:
ძუძუმწოვრებიდან აღნიშნულ არეალში გავრცელებულია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვი, ტყის კვერნა, იშვიათად კი,ევრაზიული წავი, არჩვი და შველი. მონიტორინგის პროცესში მკვლევარის მიერ მურა დათვი დაფიქსირდა 4 სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი ინდივიდი ვიზუალურად.
დასკვნა: აქტიური სამშენებლო სამუშაოების მიუხედავად, ცხოველები აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად გადაადგილდებიან. მათზე პროექტის განხორციელებით გამოწვეული ზეგავლენა მინიმალურია.
ფრინველები:
ბახვი 1-ის საკვლევი ტერიტორია ძირითადად ათვისებულია ბეღურასნაირთა რიგის წარმომადგენლების მიერ.
რეკომენდაცია: ყოველწლიური მონიტორინგი მათი სახეობრივი მრავალფეროვნების და რაოდენობის გასაკონტროლებლად.
შემარბილებელი ღონისძიება: ხელოვნური ბუდეების განთავსება.
დამატებითი ინფორმაცია: ბახვი 1 ჰესის საკვლევ ტერიტორიაზე მონიტორინგის პროცესში ნანახი სახეობების ჩამონათვალი ემთხვევა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტსა და დამატებით კვლევებში აღწერილ სახეობებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქტიური სამშენებლო სამუშაოების მიუხედავად, პროექტის განხორციელებით ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენა მინიმალურია.
ბახვი 2 ჰესი
ცხოველები:
საკვლევ არეალში, კერძოდ მისასვლელ გზაზე დაფიქსირდა დათვი, კვერნა, მელა.მდინარის კალაპოტის მიმდებარედ კი, აღმოჩნდა ევროპული შველი და ევრაზიული წავი.
„კვლევამ აჩვენა, რომ მურა დათვი ღამით ხშირად ჩამოდის საკვლევი არეალის მიმდებარედ არსებულ სოფლებშიც, სადაც ტყეებს ებმის თხილის პლანტაციები. ტურა, მელა და მგელი კი, ღამით საკმაოდ ახლოს მოდან, როგორც სოფელთან, ასევე ბახვი 2-ის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბანაკთან და გაჩერებულ ტექნიკასთან. საკვლევ ტერიტორიაზე ნანახი ძუძუმწოვრებიდან მურა დათვი და ევრაზიული წავი წითელი ნუსხის სახეობებია“- აღნიშნულია ანგარიშში.
ფრინველები:
საპროექტო არეალში წარმოდგენილია – შავი შაშვი, გულწითელა, კოდალა და ა.შ. მდინარის კალაპოტში წყალთან დაკავშირებული ფრინველების კვლევამ კი აჩვენა, რომ 2024 წელს ბევრ მათგანს ჰქონდა წარმატებული ბუდობა, ვინაიდან ადგილზე მრავლად მოხერხდა ბარტყების აღმოჩენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა უარყოფით ზემოქმედებას არც ფრინველებზე ახდენს.
ამფიბიები და რეპტილიები:
არეალში არსებული ჰაბიტატები არ გამოირჩევა არც სახეობრივი მრავალფეროვნებით და არც სიმჭიდროვით, თუმცა კვლევის დროს ნანახი იქნა რეპტილიების 2 და ამფიბიების 5 სახეობის წარმომადგენელი, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული კავკასიური სალამანდრა და კავკასიური გომბეშო. კავკასიური სალამანდრა დაფიქსირდა 2 ადგილას.
დასკვნა: ისევე როგორც ბახვი 1-ის შემთხვევაში, ბახვი 2-ის საკვლევ არეალშიც როგორც ძუძუმწოვრების, ასევე ფრინველების, რეპტილიებისა და ამფიბიების თვალსაზრისით მდგომარეობა სტაბილურია.
რეკომენდაცია:კავკასიური სალამანდრისათვის და კავკასიური გომბეშოსთვის უნდა მოეწყოს ხელვნური გუბურები, რათა მოხდეს მათი გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. რაც კომპანიის მიერ უკვე შესრულებულია.
მსგავსი სტატიები
- 95ავტორი _ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის ახალგაზრდობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. „პარვუს ბასრას“ ჰესები ამ დროისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ეტაპს გადის, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები და კვლევები, რაც ასევე ჩაიდება დასრულებულ დოკუმენტში…
- 92„ბახვი ჰესი“ გაეროს გლობალური შეთანხმების (United Nations Global Compact) წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელის მიზანია დედამიწა საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით იცხოვროს. გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტი ქვეყნიდან 24 000-მდე კომპანიას აერთიანებს. UN Global Compact-ის…
- 92ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მენეჯერთან, დავით კობერიძესთან მოგესალმებით ბატონო დავით, როგორ მიმდინარეობს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა გაწერეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების თუ სხვა კვლევების საფუძველზე? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. უნდა მოგახსენოთ, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა…
- 92გუშინ, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კომპანია „პარვუს ჯგუფი“ მედიის ( „ალიონი,“ „გურია ნიუსი,“ „გურიის მოამბე“, ტვ. „გურია“, ტვ. პირველი) წარმომადგენლებს და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელს ირმა გორდელაძეს შეხვდნენ. პირველ რიგში მათ მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ირმა გორდელაძის მიერ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი შენიშვნებისა…
- 86ჩვენ ერთად ვაშენებთ! https://youtu.be/0Al_-RPCO-g ბახვი ჰესის პროექტის საქმიანობა ტყის ფონდის მიწებზე რეგულირდება საქართველოს მთავრობის 221-ე დადგენილების, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, საფუძველზე, რომელიც აწესებს და არეგულირებს მერქნული რესურსის აღრიცხვის, სარგებლობის, კომპენსაციის ღირებულების და საქმიანობის ტიპებს და პროცესს. ბახვი ჰესი, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობას ახორციელებს ადგილობრივი სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით…