ტურნირი ტარდება 2015 წლიდან. ტურნირში მონაწილეობდა 300-ზე მეტი სპორცმენი , საქართველოს 17 მუნიციპალიტეტიდან.
ტურნირს დაესწრო ისრაელის ელჩი საქართველოში ქალბატონი ჰადას მეიცადი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ქალბატონი მაია კუტუბიძე.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს “maShav”-ის საქართველოს განყოფილების ხემძღვანელი ბატონი გიორგი ჟღენტი.
ქართველ ებრაელთა კავშირის თავჯდომარე ბატონი მერაბ ჩანჩალაშვილი.
ტურნირში გამარჯვებულებს გადაეცათ თასები და დიპლომები. დაწესებული გარდამავალი თასი ისრაელის ელჩმა ქალბატონმა ჰადას მეიცადმა გადასცა ტურნირში გამარჯვებულ, მოჭიდავეთა გუნდს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან.
ვიზიტის დროს ისრაელის ელჩი ესტუმრა გურიის ერისთავთა რეზიდენციას, სადაც მოწყობილი არის სივრცე ქართველ და ებრაელ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი. ასევე გამოფენილი იყო 13წლის მხატვრის მარი ბრეგუს ნახატები. 2023წლის 7 ნოემბერს ისრაელში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ .
ელჩმა და სტუმრებმა ამ სივრცეში დარგეს მცენარეები.
ქალბატონმა ჰადასმა დაათვალიერა ერისთავების ბოტანიკური ბაღი და ციხე-დარბაზი.გააკეთა ჩანაწერები შთაბეჭდილების წიგნში.

მსგავსი სტატიები

  • 88
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 84
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 82
    საქართველოს ღია პირველობა ბაზიერობაშიახლახან დაბა ჩოხატაურში ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა ბაზიერობაში, რომელშიც ჩოხატაურის, ფოთის, აჭარის ცნობილი ბაზიერები მონაწილეობდნენ. გარდამარჯვებულთა შორის უმეტესად ჩოხატაურელი ბაზიერები იყვნენ და მათვე გადაეცათ დიდი ქართველი ბაზიერის აკაკი ჩხიკვიშვილის სახელობის გარდამავალი თასი „ჩოხატაური.“ დაჯილდოებულთა შორის იყვნენ გუთურელი ვაჩეიშვილების ოჯახის 3 წევრი: ბაბუა გოგი, შვილი ანზორი და შვილიშვილი გიორგი ვაჩეიშვილები. ოზურგეთელ…
  • 82
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 81
    ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს,  როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ…