„სოფელი მიყვარს, ბუნებასთან კონტაქტი მაძლევს ძალას“
90 წლის ნუნუ ანდღულაძე ქალაქ ოზურგეთში, წვეულებაზე გავიცანი. ბახველები სკოლის დამთავრების 50-ე წლისთავს აღნიშნავდნენ. ჩემი ყურადღება იმთავითვე მიიპყრო ძალიან ლამაზმა, კოხტად ჩაცმულმა ასაკოვანმა ქალმა. დროდადრო ჩემს ყურთასმენას მისი სხარტი იუმორი და მის გვერდით მსხდომთა გაოცებული შეძახილები აღწევდა. 60 წელს გადაცილებულ მის ყოფილ მოსწავლეებს 90 წლის ნუნუ მასწავლებლის მეხსიერება აოცებდათ. მას საკუთარ მოწაფეებზე კარგად ახსოვდა როგორც თითოეული მათგანის აკადემიური მოსწრება, ასევე მათთან დაკავშირებული კურიოზული ამბები. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში „გზა“ დაიბეჭდა:
„ვერ ვიტყვი, რომ დალხენილი ბავშვობა მქონდა, მუდმივად სწავლასა და შრომაში ვიყავი, ერთი დღეც არ გამიტარებია უქმად. სოფელ მშვიდობაურის ოთხკლასიანი სასწავლებელი დავამთავრე, მეხუთე კლასში სწავლა ბახვის საშუალო სკოლაში გავაგრძელე. 1952 წელს სწავლა დავამთავრე და პირველივე წელს ჩავაბარე ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე, მათემატიკის განხრით…“
„ჩემთვის კარგი და ცუდი მოსწავლე არ არსებობდა. მე მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი, ეს საგანი ზოგს აინტერესებდა და უყვარდა, ზოგს არა. საგანს ყველა საკუთარი თავისთვის სწავლობდა, ჩემთვის პირველი ამოცანა იყო მოსწავლე საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღმეზარდა…“
„ქალაქში ცხოვრებაც შემეძლო, მაგრამ არ მინდოდა, სოფელი მიყვარს, ბუნებასთან კონტაქტი მაძლევს ძალას. ახლა რომაა მოდაში ცალკე ოჯახის დამხმარე, ცალკე ძიძა, მაშინ ასე არ იყო. ისე, სიმართლე გითხრათ, არ იქნებოდა ცუდი, ეგ შეღავათები ჩვენც გვქონოდა, მაგრამ არც უმაგისოდ დავკარგულვართ. ჩემი დამხმარე ჩემი მეუღლე იყო, აცხონოს ღმერთმა, სამი წლის წინ გარდამეცვალა…“
ჟურნალი „გზა“ GzaPress.ge
მსგავსი სტატიები
- 48
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 48
მომავალ წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს.(დირექტორი ნანა ირემაძე). სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა. 2 წლის წინ ზოტის სკოლაში 140 ბავშვი სწავლობდა. როგორც ამჟამად ამ სკოლის დირექტორის მოადგილე თემურ ართმელაძემ გვითხრა, სკოლაში ამჟამად 105 მოსწავლეა.… - 47ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
- 46
ბახვი ჰესის პროექტი დასრულების ფაზაშია. 2021 წლიდან დღემდე ბევრი აკვირდება მის განვითარებას. წარმატების ისტორია, რომელსაც ამ პროექტის გუნდი ქმნის, საინტერესოა და აუცილებლად გასაზიარებელი. პროექტის განხორციელების მანძილზე ბევრი გამოწვევა იყო და ბევრი გამარჯვებაც. წარმოგიდგენთინტერვიუს ბახვი ჰესის დირექტორტან, გიორგი აბრამიშვილთან. ბატონო გიორგი,როდესაც პროექტის დაწყებას იხსენებთ, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა იდეის… - 46რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ ჩვენს რუბრიკაში, „ერთად გავბედეთ და შევძელით“, დღევანდელი ისტორია იმ მისიაზეა, რასაც დედობა ჰქვია. პირველივე წამიდან, როცა ლიამ ხელში თავისი შვილი აიყვანა, იცოდა ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მისია: დედობა. და მას შემდეგ, არცერთი წამით არ დანებებულა. ბექას დაბადებიდანვე დაუდგინდა იშვიათი მეტაბოლური დაავადება - ფენილკეტონურია.…