ოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ  ჯერ ტყვიის  და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის  ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც მიაღწია. რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადეს და ოზურგეთმა  აიცილა ტოქსიკური საწარმოების საფრთხე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის რამდენიმე ასფალტის და ბეტონის საწარმო, რომელთა მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. მოსახლეობის  ნაწილი თვლის, რომ ასეთ საწარმოებს (მცირე გამონაკლისის გარდა) არ აქვთ მავნე გამონაბოლქვების დამჭერი ფილტრები და ასეთი ჰაერის ყოველდღიური ჩასუნთქვა არასასაურველია და მავნებელია მათთვის.

ქ. ოზურგეთის ექადია-ბასრის, სოფელ მაკვანეთის (შატოულა), წითელმთის, ლიხაურის (კვაჭალათი)  მოსახლეობა რამდენიმე წელია აპროტესტებდა  კვაჭალათის ტერიტორიაზე „ბლექსი ჯგუფის“(შემდეგ მეპატრონე შეიცვალა), ასფალტის წარმოებისას ჰაერში მავნე ნაწილაკების კონცენტრაციას და ძლიერ გამონაბოლქვს. ამჟამად აქ ასფალტის წარმოება შეჩერებულია.

დასახელებული უბნების (არა მარტო მათ) ახალი თავსატეხი გამოუჩნდა. შპს „ბეთლემი 2008“ ასფალტის ქარხნიდან ახლოს, სოფელ ლიხაურის ტერიტორიაზე ცემენტის საწარმოს მოწყობა-ექსპლოატაციას გეგმავს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს, რომლის განხილვა 2 დეკემბერს, 14 საათზე უნდა გაიმართოს სოფელ ლიხაურის ადმინისტარციული ერთეულის შენობაში.

_ ძალიან გასაკვირია, თუ რატომ გადაწყვიტეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, ტურისტულ ზონაში ცემენტის ქარხნის მშენებლობა. ეს არის საწარმო რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოზე და სასტიკად აბინძურებს ჰაერს. კონკრეტული საპრიექტო არალი მდებარეობს სოფელ ლიხაურში, მავნე გავლენა ექნება ექადიის დასახლებასა და ასევე მიმდებარე სოფელ მაკვანეთზეც. რაც არ უნდა დაჭიკჭიკებული ჰქონდეთ პროექტში ფილტრების საკითხი, მონიტორინგის საკითხი ეჭვქვეშაა, რადგან ამის მწარე გამოცდილება არსებობს . რუსთავში, კასპში. კონკრეტულ არეალში დაუშვებლად მიგვაჩნია მსგავსი საწარმოს მშენებლობა _ გვითხრა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა, ლიხაურელმა ირმა გორდელაძემ.

გაზეთი „ალიონი“ ერთ-ერთ სპეციალისტს, (პროფესიით ექიმი, გვთხოვა  ვინაობა არ დაგვესახელებია)  ესაუბრა:

_ რა თქმა უნდა დაბინძურებული ჰაერის ყოველდღიური ჩასუნთქვა არასასურველი და მავნებელია. საწარმოს მუშაობისას ატმოსფერულ ჰაერში გამოიფრქვევა 16 დასახელების მავნე ნივთიერება, მათ შორის: კადმიუმი Cd, სპილენძი Cu, ნიკელი Ni, ვერცხლისწყალი Hg, ტყვია Pb, ქრომი Cr, თუთია Zn, აზოტის დიოქსიდი, დარიშხანი,სელენი,გოგირდის დიოქსინი, გოგირდწყალბადი,  ნახშირბადის ოქსინი, ნაჯერი ნახშირწყალბადების მძიმე ფრაქცია, ცემენტის მტვერი, აირადი ფტორიდები, შეწოვილი ნაწილაკები და ა.შ. ეს რა თქმა უნდა მავნებელია როგორც თვით ქარხნის ტერიტორიაზე მყოფნა, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე.სასუნთქი გზების პათოლოგიები ცემენტის წარმოებაში მომუშავეთა პროფესიულ დაავადებებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ჯგუფს ქმნის.

რესპირატორულ ანუ სასუნთქი გზების დაავადებებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქრონიკული ბრონქიტი ხშირად ფილტვების ემფიზემასთან ასოცირდება.

ემფიზემა ფილტვის მოცულობის პათოლოგიური გაგანიერებაა მასში ჰაერის დაგროვების გამო.

თუ საიდან მოიტანენ ცემენტის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს, როგორი იქნება წარმოება თუკი მოსახლეობის თანხმობას მიიღებენ, ამაზე უახლოეს ხანში გაეცნობით.

გაზეთი „ალიონი“ #19, 26 ნოემბერი, 2024 წ.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 85
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 83
    „ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა" - რა განცხადებას ავრცელებს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიშეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
  • 82
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…
  • 75
    ბახმაროს განვითარების საკითხზე ირაკლი მახარაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსპატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…
  • 73
    რა ხდება აკეთში და რატომ იცვლის კალაპოტს პერიოდულად მდინარე სუფსადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…

არ გამოტოვოთ