საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის დღეს ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ბახმაროსათვის“ ბათუმში შეხვედრა „ორბთან,“ და ტყიბულში მატჩს ადგილობრივ „მეშახტესა“ და „ზესტაფონს“ შორის. საქმე ის არის, რომ თუკი „ბახმარო“ წააგებდა ან ფრედ დაასრულებდა შეხვედრას, ხოლო „ზესტაფონი“ მოიგებდა, მე-3 ლიგას არა „ზესტაფონი“, არამედ „ბახმარო“ დატოვებდა. ჩოხატაურელებმა მართალია დათმეს მატჩი „ორბთან“ 0:2, მაგრამ „მეშახტემ“, რომელსაც მე-2 ლიგის საგზური პლეი ოფის გარეშე უნდა მოეპოვებინა 3 უპასუხო გოლი გაუტანა „ზესტაფონს“, 60 ქულით მე-2 ადგილი და მე-2 ლიგის საგზური მოიპოვა.
აქ 64 ქულით პირველ ადგილზე „გონიო“ გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად ანგარიშით 2:6 დაამარცხა „ვარკეთილი“.
პლეი ოფის საგზურები მოიპოვეს; „მერანი მრ“ 58 ქულა(ამ ტურში ქედის „ბეთლემს“9:4 (?!) სძლია; „იბერია 1992-2“ 55 ქულა(დაამარცხა „ბორჯომი“ 3:1).
პლეი ოფის საგზურისათვის „ორბს“ ქულა დააკლდა და მე-5 პოზიცია დაიკავა.
ბოლო ტურში სტუმრად პრესტიჟის მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო ლანჩხუთის „გურიამ“, რომელმაც „მაჭახელა“ 1:8 დაამარცხა.
მე-3 ლიგას „ზესტაფონი“, „მაჭახელა“ და გურია დამემშვიდობნენ.
სხვა მატჩები ასე დასრულდა: „გორი“- „ლოკომოტივი 2“; „მერანი მრ“_„გარდაბანი“ 4:1.
მსგავსი სტატიები
- 81
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 და მე-4 ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მე-3 ლიგის მე-7 ტურის მატჩში ჩოხატაურის „ბახმარომ“ გარდაბანში წააგო ლიგის ერთ-ერთ აუტსაუდერთან 1:2. მე-4 ლიგაში „გურიამ“ და „მერცხალმა“ მე-6 ტურში წარმატებებს მიაღწიეს. „გურიამ“ შინ „სამგურალი 2“ დაამარცხა 1:0, ხოლო „მერცხალმა“ სტუმრად „იბერია 2010“ დაამარცხა _3:2. „ბახმაროს“ 7 ქულა აქვს და…
- 78
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის წლევანდელი სეზონის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. გათამაშების აუტსაიდერმა ლანჩხუთის „გურიამ“ შინ 0:4 წააგო „გორთან“, რომელიც გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა და ჯერ კიდევ ინარჩუნებს მე-2 ლიგაში გადასასვლელად პლეი ოფის საგზურის მოპოვების შანს. „გურიას“ 18 ქულა აქვს და ბოლო ტურში „მაჭახელას“ შეხვდება. „მაჭახელას“ აქვს შანსი…
- 78
- 78
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 77