ვლადიმერ გუცაევი დაიბადა 1952 წლის 21 დეკემბერს ქალაქ თბილისში,სპორტული კარიერა დაიწყო სამოყვარულო გუნდში „ტყავის ბურთი“,1966 წელს,გუნდი გახდა საქართველოს ჩემპიონი სამოყვარულო გუნდებს შორის,იმავე წელს გადავიდა საფეხბურთო სკოლაში „ნორჩი დინამოელი“;1971 წლის შემოდგომაზე პირველად შეიყვანეს თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგელობაში,მეორე მატჩი ლენინგრადის „ზენიტის“ წინააღმდეგ გაიტანა თავისი პირველი გოლი „დინამოს“ რიგებში.„დინამოში“ თამაშობდა საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე,1986 წლამდე,ჩატარებულ 303 შეხვედრაში გაიტანა 47 გოლი,გახდა გუნდთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი,ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და უეფას თასების თასი.ფინალურ შეხვედრაში გაათანაბრა ანგარიში.
1972 29 მარტს შედგა მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ნაკრებში,ბოლო მატჩი ნაკრებში ჩაატარა 1982 წლის 10 მარტს,ნაკრების რიგებში სულ ჩატარებულ 11 მატჩში გაიტანა 4 გოლი.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ 1987 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა თბილისის „დინამოს“ მთავარ მრწვთნელად,1991 წელს კი კვიპროსის საფეხბურთო გუნდის „ანორთოსისის“ მწვრთნელი გახდა,1994 წელს კი საფეხბურთო გუნდის „სპარტაკ-ალანიას“ ხელმძღვანელი გახდა,1995 წელს „სპარტაკ-ალანია“ გახდა რუსეთის ჩემპიონი,1996 წელს ვლადიმერ გუცაევი გახდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მრწვთნელი, 1997 წელს კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მრწვთნელი,2000 წელს გადავიდა საფეხბურთო გუნდში ვლადიკავკაზის ალანიაში,სადაც მთავარ მრწვთნელად მუშაობდა.
ვოვა გუცაევი 2001 წელს გახდა ქუთაისის „ტორპედოს“ მრწვთნელი,2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი,2009 წელს გაიარა მრწვთნელების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ქალაქ კიევში,2010-2011 წლებში იყო საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მრწვთნელი,2011-2012 წლებში კი საფეხბურთო გუნდის ვიტ-ჯორჯიას მთავარი მრწვთნელი,2012-2017 წლებში მუშაობდა ვლადიკავკაზის საფეხბურთო გუნდის სპორტულ დირექტორად,2019 წელს შედგა მისი დებიუტი როგორც ტელეწამყვანის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
ვულოცავთ ვლადიმერ გუცაევს დაბადების დღეს.

მსგავსი სტატიები

  • 74
    ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს ჩემიონია. ვულოცავთ!
  • 72
    საქართველო-უკრაინა 1:1დღეს, ქ. ბათუმში, ერთალიგის მატში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მიუხედავად მასპინძლების დიდი სათამაშო უპირატესობისა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველებისაგან გოლი 76-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
  • 71
    გივი მაჭარაშვილი _ვერცხლითავისუფალი სტილით ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილმა ბაჰრეინელ მოჭიდავესთან დათმო ფინალი. ოლიმპიური ვერცხლი...  
  • 71
    ოზურგეთელი პარასპორტსმენი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა.ოზურგეთელი პარასპორტსმენი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა. დღეს მან მარცხენა ხელით იასპარეზა. ხვალ ნიკოლოზი მარჯვენა ხელით იასპარეზებს.
  • 71
    ხარიტონ ჩხატარაშვილი 65 წლისააცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს,  მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე,  ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…