ბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის – მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა – აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში.
„პალიტრა მედია“ მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ესკალაციის ახალი ტალღა არ მივიღოთ.
მიგვაჩნია, რომ დეესკალაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებისას დაკავებული უდანაშაულო ახალგაზრდების გათავისუფლება, რადგან მათი უდიდესი ნაწილის პროტესტი აბსოლუტურად გულწრფელი იყო.
ასევე, აუცილებლად ვთვლით აქციების დაშლისას სამართალდამცავთა ნაწილის მხრიდან მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი უსაფუძვლო სისასტიკისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტების გამჭვირვალედ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.
პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა. არსებობს ეჭვი, რომ ამ ანგარიშსწორებას მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, რადგან ნაცემი ჟურნალისტების იდენტიფიცირება ადვილია ბეიჯით, ვიდეოკამერით, ფოტოაპარატითა თუ სხვა ატრიბუტიკით. შევახსენებთ შესაბამის ორგანოებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო კონვენციებით ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
„პალიტრა მედია“ მიიჩნევს, რომ სწრაფად უნდა იყოს მიღებული ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას ცხოვრების ჩვეულ რიტმში დააბრუნებს. საერთაშორისო პრაქტიკაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან შედარებით უმტკივნეულო გამოსვლის პრეცედენტები და მსგავს ბერკეტებს საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მძიმე სცენარი, პირველ რიგში, იმ ქვეყნის წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ელოდება მომენტს, რათა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე გადამწყვეტი იერიში მიიტანოს.
რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ პროცესი უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს – საქართველოს ევროინტეგრაციას.
საქართველო ევროპაა!
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 89
კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
- 89
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 88
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გმობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხიდან წამყვანების გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ ეს მაუწყებლის მხრიდან მენეჯმენტის მიკერძოებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნისა და შევიწროების მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებელმა ხელშეკრულებები შეუწყვიტა დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბისა“ და თოქ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანებს - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს,…
- 87
მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში…
- 86
3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული…