სირიელი მეამბოხეების განცხადებით, დედაქალაქი დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია, – ინფორმაციას BBC-ი  ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დამასკოში მდებარე შტაბ-ბინა დატოვეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან თვითმფრინავით გაფრინდა.

BBC-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცნობილი საიდნაიას ციხიდან – სადაც ასადის მოწინააღმდეგეებს აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, ათასობით პატიმარი გაათავისუფლეს.

სირიის ოპოზიციის ლიდერმა, ჰადი ალ-ბაჰრამ, რომელიც სირიის რევოლუციისა და ოპოზიციის ძალების ეროვნულ კოალიციას ხელმძღვანელობს, Al-Arabiya-ს განუცხადა, რომ ასადის რეჟიმი დაეცა და რომ “სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა”. მისი მტკიცებით, დამასკოში სიტუაცია უსაფრთხოა.

„არ იქნება შურისძიების ან შურისძიების შემთხვევები და ადამიანის უფლებების დარღვევა. ხალხის ღირსება იქნება დაცული“, – აღნიშნა ჰადი ალ-ბაჰრამ.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 80
    რედაქტორები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენმსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
  • 79
    „კომლი“ _ ოჯახური ტრადიციები უცხოელი ვიზიტორებისათვისკომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
  • 77
    ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოინტერვიუ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტთან, პიერ ბიდერმანთან https://www.youtube.com/watch?v=rJOxwd435yI    
  • 77
    ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი, უკვე მეხუთედ სტუმრობს ოზურგეთსავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეხუთედ სტუმრობს ოზურგეთს. ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნა და 15 ივლისამდე, ოზურგეთელი მაყურებელი, არაერთი საინტერესო სპექტაკლის მომსწრე გახდება, როგორც ქართული, ასევე უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის თეატრებიდან. ფესტივალზე პირველად არის წარმოდგენილი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის თეატრალური დასი _ ბეერ შევის „ფრინჯ-თეატრის“ სპექტაკლი …