დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური იყო. სხდომის დაწყების წინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს  ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. მათ ადგილზე თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს და სხდომაზე მიმავალ დეპუტატებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ.

ოპოზიციის ამ პერფორმანსს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებულად გამოიკვეთა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეების მარიკა ჩხიკვიშვილის და დავით მჟავანაძის დაპირისპირება.

_„იმის პარალელურად, როცა ათობით ადამიანი დაასახიჩრეს, სიკვდილამდე მიიყვანეს, ქუჩებში მოუწყვეს რეპრესიები, ამის ფონზე დღეს ოზურგეთის საკრებულო და ავთანდილ თალაკვაძე აქ, საბჭოურ დარბაზში შეიკრიბნენ და საკუთარ თავს ხელფასებს უზრდიან. 6-7-8 ათასი ლარი უნდა ჰქონდეთ მათ ხელფასი, რომ ხმა არ ამოიღონ და გაუმაგრონ ზურგი ამ ძალადობრივ რეჟიმს“, _ განაცხადა პარტია„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  თათია ნიკოლაშვილმა.

მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომაზე ფოტოებით შევიდნენ, რის გამოც დაპირისპირება უმრავლესობის წევრებთან სხდომის დარბაზში გაგრძელდა. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. სამართალდამცავებმა ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს.

საკრებულოს სხდომა გაგრძელდა. დეპუტატებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

_ნაციონალ დეპუტატებს არ აინტერსებთ რა ხდება საკრებულოში, როგორ მივიღეთ ბიუჯეტი, მხოლოდ საკრებულოს სხდომის ჩატარების ხელშეშლასა და დებოშზე არიან გადასულნი. კარგად ხვდება საზოგადოება, ვინ არიან ესენი და რას აკეთებენ. არაფერი არ უყვართ, ყველაფერს ცალმხრივად უდგებიან. არ ამბობენ მოქალაქეების გარდა, რამდენი პოლიციელი დაშავდა. ესენი არ უნდა იყვნენ საკრებულოში _განაცხადა თავის გამოსვლაში საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.

მსგავსი სტატიები

  • 74
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 70
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.
  • 68
    კურორტ ბახმაროს ცენტრში „მაგთის“ ანძა უნდა აღმართონ?მოსახლეობა  კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
  • 66
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 64
    ნაბეღლავში მეწყერი წამოვიდანაბეღლავში წამოსულია მეწყერი წაქცეულია ელექტრო-ენერგიის ბოძები გაფუჭებულია გზის საფარი ადგილზე მობილიზებულია ენერგო-პრო გზების დეპარტამენტი სამაშველო პოლიცია გზა გახსნილია მიმდინარეობს ეკექტრო-ენრგიის აღდგენითი სამუშაოები _წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,  ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ხევის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად მამალაძე. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია,ენერგო-პროსა და გზების დეპარტამენტის ბრიგადები.   ამ მომენტისთვის გზა გახსნილია. მიმდინარეობს გზის…