საფრანგეთში ახალი წლის ღამეს უცნობმა პირებმა 984 ავტომობილი დაწვეს. ამის შესახებ BFMTV საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
ინციდენტებთან დაკავშირებით 420 ადამიანი დააკავეს, 310 კი ციხეში გადაიყვანეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაილომ განაცხადა, რომ პოლიციამ ფოიერვერკის გამოყენების მრავალი შემთხვევა დააფიქსირა.
პიროტექნიკის გამოყენების გამო, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ლიონში ორი წლის ბავშვმა სახის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. ფოიერვერკით დაშავებულ ერთ ადამიანს კი „გადაუდებელი მკურნალობა“ ჩაუტარდა.
ამასთან, პიროტექნიკით გაჩენილმა ხანძარმა ლორმონტში ბინა გაანადგურა.
მედიის ცნობით, გასულ წელს საფრანგეთში უცნობმა პირებმა ახალი წლის ღამეს 690 მანქანა დაწვეს.
მსგავსი სტატიები
- 65
- 65
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუსის“ტერაქტის მონაწილეები დააკავეს. ამის შესახებ რია ნოვოსტი იუწყება. რუსეთის გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვის ცნობით დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის უშუალო მონაწილე 4 პირი. ბორტნიკოვმა ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უპატაკა _წერს გამოცემა.
- 64
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი…
- 64
- 63
48 წლის მამაკაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვეს. სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ოჯახის წევრები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ.