გურიის მხარისა და ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გია გოგუაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
გია გოგუაძე 2011 წელს, ჰელმანდის პროვინციაში, თალიბების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. იგი ISAF-ის მისიის ფარგლებში, მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.
გია გოგუაძეს მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლას გია გოგუაძის სახელი აქვს მინიჭებული.
მსგავსი სტატიები
- 75
- 75
დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)… - 74
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი… - 74


