ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამული მუხლები პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებისაგან, თითქმის არ რჩება შესაბამისი საჭიროების მქონე მოწყვლადი ჯგუფი, რომელთა მხარდაჭერასაც ვერ ვახორციელებდეთ _განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის უფროსმა მაიზერ ცელაძემ.
2017 წელს ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 930 900 ლარი; 17 პროგრამული მუხლით მომართვიანობა შეადგენდა 3801; 2024 წელს კი ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 2 589 600 ლარი და 19 პროგრამული მუხლით მომართვიანობა შეადგენდა _6525.
ონკოლოგიურად დაავადებული პირების დახმარების პუნქტს დაემატა შემდეგი ქვეპუნქტი _ძუძუს კიბოს დაიგნოზის მქონე პირთა ძვირადღირებულ მედიკამენტებს დაემატა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პირებისათვის მედიკამენტის (ზომეტა) თანადაფინანსება, წლის განმავლობაში 1000 ლარის ოდენობით.ასევე კეთილთვისებიანი სიმსივნით, ან დაუდგენელი დიაგნოზის მქონე პირებისათვის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები), საქართველოს ტერიტორიზე რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში თანადაფინანსება.
მუნიციპალიტეტი წელიწადში ერთხელ, ექიმის დანიშნულებით, მოთხოვნის შესაბამისად ონკოლოგიურად დაავადებულ პირებს უფინანსებს პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის თანადაფინანსებას 70 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარისა.
შშმ პირთა დახმარების პროგრამულ მუხლს დაემატა ქვეპუნქტი _დღის ცენტრებისა და რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამებში ჩართულ ბავშვთა ტრანსპორტირების ხარჯების სრული, ან ნაწილობრივი ანაზღაურება. ასევე მიეცათ შესაძლებლობა 18 წელს ზემოთ ასაკის მქონე შშმ პირებს მიეღოთ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სხვა პუნქტობრივი დახმარება..
მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამული მუხლით (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდე) მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება. დამხარება გაეწია 1720 მოქალაქეს _ 323 622 ლარით.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამით, იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან დიალეზის სახელმწიფო პროგრამაში კვარტალში ერთხელ მიეცათ ფულადი დახმარება _ ქალაქად მცხოვრებს 300 ლარის ოდენობით, ხოლო სოფლად მცხოვრებს _350 ლარის ოდენობით.
დახმარება გაეწია 44 ბენეფიციარს თანხით 52 850 ლარი.
ონკოლოგიურად დაავადებულ პირებს (611 მოქალაქე) სამედიცინო დაწესებულებებში, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებისათვის _254 263 ლარი.
გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისათვის დახმარება გაეწია 594 მოქალაქეს _189 673 ლარით.
ძვირადღირებული კვლევების პროგრამით: ვეტერანებს, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, ასევე სოციალური ქულის მქონე 171 მოქალაქეს გაეწია დახმარება თანხით _76 256 ლარით.
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით (აქვთ 120 001-დან 150 001-მდე ქულა) 9 ოჯახს გაეწია 10 600 ლარით დახმარება.
დღის ცენტრის დაფინანსების პროგრამით, რომელიც გულისხმობს 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსებას, „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის ბენეფიციარები საკურორტო სეზონზე დაფინანსდა 51 000 ლარით.
კვარტალში ერთხელ 500 ლარის ოდენობით ფინანსდება დედ-მამით ობოლი 6-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვები. (დახმარება გაეწია 4 ბავშვს 7 500 ლარის ოდენობით).ასევე დახმარება გაეწია შესაბამისი სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებში (ასოციაცია „გურია,“„ოდა ქეარი,“„ლაზიკა მედი,“ადრეული განვითარების ცენტრი, „ადაპტი“ და სხვა) ბენეფიციარებს 286 150 ლარის ოდენობით.
11 600 ლარით დაეხმარნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 58 მოქალაქეს.
უსახლკაროდ დარჩენილ 1230 ოჯახს გაეწია 481 462 ლარით დახმარება.
სხვა დახმარებებიდან გამოვყოფდით მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიურ ერთჯერად კვებას. ამ პროგრამით 180 მოქალაქეზე წლიურად 200 000 ლარი იხარჯება.
ოზურგეთში, მეცნიერების ქუჩაზე მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუფსიდირებისათვის , კომუნალური გადასახადების დაფინანსების უზრუნველყოფის სახით და საქველმოქმედო ფონდ „კარიტასი“ თანადაფინანსება თანხით 29 000 ლარი.
სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში (0-დან 1 წლამდე) ბავშვების მოვლისათვის საჭირო საგნების შესაძენად (სარეიტინგო ქულა 0-დან 70 001-მდე) ყოველთვიურად 100 ლაქრის ოდენობით.
დახმარება გაეწია ძალადობის მსხვერპლ 11 ქალბატონს 5 500 ლარის ოდენობით.
2024 წელს ფულადი დახმარება გაეწია 422 ოჯახს, 715 არასრულწლოვანს 123 175 ლარის ოდენობით.
მსგავსი სტატიები
- 60დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა საკითხებთან ერთად მოისმინა და ცნობად მიიღო ინფორმაცია 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დახმარების პროგრამის შესრულების შესახებ. განათლების, კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთი ხომერიკმა წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილების მიერ ამ კუთხით გაწეული მუშაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით…
- 55სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877…
- 54ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
- 53მოსახლეობა კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…