დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა საკითხებთან ერთად  მოისმინა და ცნობად მიიღო ინფორმაცია 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დახმარების პროგრამის შესრულების შესახებ.

განათლების, კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთი ხომერიკმა წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილების მიერ ამ კუთხით გაწეული მუშაობის ანგარიში.

ანგარიშის მიხედვით ვგებულობთ, რომ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა თანადაფინანსების შესაძლებლობა.

ონკობენეფიციარების  შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% მეტია 200 ლარზე, დაფინანსება ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია)ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული თანხის 40%-ის, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარია. ეს წინა წელთან შედარებით 100 ლარით მეტია. მომდევნო ჯერზეც ბენეფიციარის დაფინანსება ანალოგიურად მოხდება.ზედა ზღვარი იქნება 500 ლარი, ქვედა ზღვარი 200 ლარი (ზრდა 200 ლარი).

სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის პარალელურად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დამატებით ხორციელდება ძუძუს კიბოს მქონე პირთა ძვირადღირებული მედიკამენტების (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინი, ტაივერი, ფესგო) თანადაფინანსება, თითოეული ბენეფიციარზე, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 4000 ლარისა.

რა პუნქტები დაემატა ონკოლოგიური დაავადების პირთა პროგრამას:

ა) პრეპარატი ზომეტა (ზომეტას ჯგუფი) დაფინანსდება წლის განმავლობაში 1000 ლარით;

ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის, ექიმის დანიშნულებით,წელიწადში ერთხელ PET/CT პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხის 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარისა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამის მუხლი მოქალაქეების კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებისას დაფინანსებასაც ითვალისწინებს. საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამედეცინო დაწესებულებებში ბენეფიციარებს მკურნალობის ხარჯების თანაგადახდაში დაეხმარება. წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისა არაუმეტეს 600 ლარისა.

წელს 6 თვეში მუნიციპალიტეტის მერიას 520 მოქალაქემ მიმართა. აქედან: _125 მოქალაქეს ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩაერიცხა 31 250 ლარი; ძვირადღირებულ მედიკამენტებზე 5 მოქალაქეს _1800 ლარი; ავთვისებიანი დიაგნოზის მქონე მოქალაქეს სამედიცინო დაწესებულებებში ჩაერიცხათ 129  540 ლარი.

კეთილთვისებიანი სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად 60 მოქალაქეს ჩაერიცხა 18 900 ლარი.

მსგავსი სტატიები

  • 68
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 67
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
  • 65
    ურბანული ქაოსის აღსაკვეთადდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…
  • 64
    მთავრობამ საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო, 3 მლნ ლარი გამოყო დიდთოვლობასთან ბრძოლისთვისსაქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ. „2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდოს/დანამატის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა…
  • 63
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.