უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელეს
უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორის ცნობით, კიევის დროით 7:00-ზე კომპანიასა და „გაზპრომს“ შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურა.
„ოპერატორმა საერთაშორისო პარტნიორებს დადგენილი წესით აცნობა. ამრიგად, 1-ელი იანვრიდან უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა რუსული გაზის ტრანზიტის რეჟიმში არ მუშაობს“, – აცხადებს უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ისტორიული მოვლენა უწოდა. „რუსული გაზის ტრანზიტი შევაჩერეთ. ეს ისტორიული მოვლენაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, ფინანსურ ზარალს განიცდის. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარი თქვას“, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.
მსგავსი სტატიები
- 67
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის… - 67
პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი პიერ ბიდერმანი, ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა ადგილობრივ პროექტებში, რა არის მათი როლი და ფუნქცია. „საერთაშორისო კონსულტანტებს მაშინ რთავ პროცესში,… - 67
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. … - 66
„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი… - 66
საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. გაზრდილი მოხმარება, სეზონური დეფიციტი და რეგიონული გეოპოლიტიკური დინამიკა ქმნის ერთ მთავარ კითხვას, როგორ ავაშენოთ მდგრადი, დამოუკიდებელი და საინვესტიციოდ მიმზიდველიენერგეტიკული სისტემა? პასუხი არის დივერსიფიცირებული, გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG)სტანდარტებზე დაფუძნებული გენერაცია მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით. დღეს, როდესაც აქტიურად ვსაუბრობთ ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, საინტერესოა, როგორ ისმის…