31 დეკემბერი, 2024 წელი.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის –
ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.
/სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს
მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,
ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და აღვავლინოთ მისი სულის მოსახსენებელი ლოცვა.
1993 წლის 31 დეკემბერს, ამ ტაძრის მიმდებარედ მდგარ სახლში დასრულდა ქართველი მეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მწერლის, მთარგმნელის, დისიდენტის, პოლიტიკოსის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, ბატონ ზვიად გამსახურდიას გულისცემა.
31 წელი გავიდა იმ ტრაგიკული და დრამატული მოვლენებიდან, რამაც შეიწირა არაერთი ჩვენი თანამემამულისა და მოქალაქის სიცოცხლე და მოუშუშებელი ჭრილობები გააჩინა საქართველოს ეროვნულ სხეულზე.
მიუხედავად განვლილი სამი ათეული წლისა, ჯერ კიდევ არ არის დაძლეული ის მწვავე ტკივილები და ზიანი, რაც საქართველომ მიიღო ქვეყანაში გაჩაღებული სამოქალაქო ომის შედეგად. ამის მიზეზი კი გახლდათ, ერთი მხრივ, ახალაღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მომდინარე მტრული განზრახულობანი, ხოლო მეორე მხრივ – ის მენტალური მემკვიდრეობა, რაც საბჭოთა კავშირში ყოფნის გამოცდილებიდან გამოგვყვა და რაც, სამწუხაროდ, დღესაც მძიმე ტვირთად გვაწევს და ართულებს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.
ნათქვამია, „ტკივილებს დრო კურნავსო“!
არის ტკივილები, რასაც დრო არ და ვერ კურნავს; ასეთია ჩახშობილი თავისუფლების სულის ტკივილი, რაშიც გვარწმუნებს თავისუფლებისკენ ჩვენი ერის მარადიული სწრაფვის (დროში გამოვლენილი) ისტორიული მოვლენები და მაგალითები, განუმეორებელი წუთები და წამები, რაც მთელ სიცოცხლედაც კი უღირს ადამიანს.
სწორედ ასეთად გვესახება ბატონ ზვიად გამსახურდიას პიროვნება, რომელმაც ცხოვრების გზად გაიხადა თავისი ერის მსახურება.
განსაკუთრებით გამოვყოფდი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მრწამსს (მთავარ საკითხს); ეს გახლავთ – პიროვნული, ეროვნული და სახელმწიფოებრივი გადარჩენის გზა. აქ მე რამდენიმე ასპექტს მივაქცევ ყურადღებას და შესაბამისად, მოვახდენ ზვიად გამსახურდიას გამონათქვამთა ციტირებას:
1. თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როგორც გზა ეროვნული გადარჩენისა და პიროვნული თვითგადარჩენისა. ეს გზა სათავეს იღებს პიროვნული თავისუფლების პრინციპიდან და ერის ზნეობრივი საწყისებიდან:
(ა) „ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“;
(ბ) „დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“.
2. სიმართლის, ჭეშმარიტების სიყვარული და მსახურება, ვითარცა გზა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა:
(ა) „არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება. ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს“;
(ბ) „თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი – გმირებად“.
3. ღვთისა და მამულისთვის თავგანწირვა: „ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა“.
4. მას მიაჩნდა, რომ თუკი ეროვნული გადარჩენის დიადი მიზნები მოითხოვს, მაშინ ალტერნატივა არ აქვს ეროვნულ ძალთა მოკრებასა და გაერთიანებას მტრის წინააღმდეგ, რადგან – „მტერს ეშინია ჩვენი ერთობისა“.
ჩვენი ბრძოლა პიროვნული თვითგადარჩენისა და ეროვნული გადარჩენისა იმდენად იქნება წარმატებული, რამდენადაც შევძლებთ დავძლიოთ ურთიერთქიშპი და მოვიკრიბოთ ძალები მომხვდურის წინააღმდეგ. შემთხვევითი არც ის არის, რომ დღეს საქართველოს გერბს ამშვენებს წარწერა: „ძალა ერთობაშია“.
5. ქართული ეროვნული ცნობიერების აღდგენა ქრისტიანული რწმენითა და ქართული ეროვნული იდეის აღორძინებით:
(ა). „ჩვენი წინაპრებისათვის ზნეობრივი განმართლების და განღმრთობის გზა იყო მთავარი და არა ამსოფლიური ბედნიერება“;
(ბ) „დიახ, წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრებისა, და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტს… ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და ვერ შეინარჩუნებს კულტურულ უპირატესობას მომხდურზე, უთუოდ დამარცხდება“.
6. რაც შეეხება ეროვნული ცნობიერებისა და თვითცნობიერების განვითარებისთვის ზრუნვასა და მათ კულტივირება სსაქართველოს მოქალაქეებში, ამასთან დაკავშირებით იგი ამბობს:
„მთავარია, გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისთვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში“.
7. დაბოლოს: ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მსოფლხედვა და ეროვნული კრედო ოპტიმისტურია, რადგან ამის ფუნდამენტად მას მიაჩნია ქართველი ერის კულტურული იდენტობა და ისტორიული წარსული, რომელმაც თავისი სრულყოფილი ასახვა ქრისტიანულ, კერძოდ კი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ჰპოვა:
„დიახ, დიდი კულტურულ-ისტორიული მისიის მეურვეა ის ერი, რომელმაც შექმნა „ვეფხისტყაოსანი“, დავით გარეჯის, ბერთუბნის, ყინწვისის, გელათის ფრესკები; დიდებული ხუროთმოძღვრება და მწერლობა“.
ეს მოკლე ჩამონათვალიც კი ნათლად მეტყველებს ზვიად გამსახურდიას, როგორც დიდი ეროვნული მოღვაწისა და პოლიტიკოსის შესახებ და ვფიქრობ, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა გააგრძელოს ცხოვრება ჩვენმა ქვეყანამ.
ღმერთს შევავედრებთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემოქმედის, საქართველოს პირველ პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უკვდავ სულს და შევთხოვთ მაღალთა შინა ღმერთს, რომ დაამკვიდროს იგი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, დედა ეკლესიის წიაღში შობილო, ღირსო ნეტარებისაო და მარადხსენებულო შვილო ქართველი ერისა, ამინ!
31.12.2024.

Lela Imedashvili

Lela Kinkladzeმადლობა, ლელიკო ბედნიერი ახალი წელი შენ
  • მოწონება

  • პასუხის გაცემა
31 დეკემბერი, 2024 წელი.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სიტყვა

მსგავსი სტატიები

  • 100
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 88
    გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწროოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ჩატარდა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო ღვთისმსახურება შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
  • 85
    საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული დაესწროოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო. ქრისტე აღდგა! ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
  • 82
    შობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართაშობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა. მსვლელობას, რომელიც ოზურგეთის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა და მათ საშობაო ნობათი გადასცა. მსვლელობისას ალილოს მონაწილეებმა ტრადიციულად საჩუქრები და ტკბილეული შეაგროვეს, რაც შემდგომში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს…
  • 81
    მამა ნიკოლოზის ვაჟმა სულხანმა შემოქმედის დედათა მონასტერს უძველესი ჭედური ხატები გადასცაკიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტი ნიკოლოზის (ღლონტი) გარდაცვალების გამო. ფასდაუდებელია მამა ნოკოლოზის ღვაწლი შემოქმედის მონასტრის წინაშე. მამა ნიკოლოზის უკანასკნელი სურვილის თანახმად, მისმა შვილმა სულხანმა ღირსეულად აღასრულა მამის ანდერძი და ჩვენს მონასტერში მოაბრძანა უძველესი, უნიკალური ჭედური ხატები: 1.მაცხოვარი 2.წმ. დიდმოწამე გიორგი 3.წმ. დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა 4 .ტრაპეზის ჯვარი +მათითა მეოხებითა…