დღეს თბილისიდან ოზურგეთში ახალი ჩქარი სამგზავრო მატარებლის პირველი რეისი შესრულდა.

ჩინური მარკის 4 -ვაგონიანი  სამგზავრო მატარებელმა ოზურგეთში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. სასიამოვნოა, რომ სამგზავრო მატარებლის მემანქანის თანაშემწე საქართველოს რკინიგზის პირველი რეფორმატორის, დაახლოებით მეოთხედი საუკუნის წინ დღის სამგზავრო მატარებლის თბილისი-ოზურგეთის დანიშვნის ინიციატორის, საქართველოს რკინიგზის ყოფილი მმართველის აკაკი ჩხაიძის შვილიშვილი იყო.

მატარებელში არის როგორც პირველი კლასის, ისე მეორე კლასის სამგზავრო ადგილები.(მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზარდა). პირველი კლასის ვაგონით მგზავრობა 27 ლარი ღირს, ხოლო მეორე კლასის _11-15 ლარი.

პირველ დღეს ახალ მატარებელს (ეს  მატარებელი ადრე თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრაობდა) ნატანებიდან ელმავალი დაეხმარა ოზურგეთში ჩამოსასვლელად.

ოზურგეთის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ოზურგეთი-ნატანების 16-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც აუცილებელია, შპალების შეცვლა. უკვე შეცვალეს 4000 შპალი. ეს პროცესი გრძელდება.

№12/11 – ჩქარი მატარებელი თბილისი – ოზურგეთი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა – 17:10 სთ – ზე; ოზურგეთი – თბილისი, ოზურგეთიდან 9:05 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ – ზე.

როგორც რკინიგზელებმა გვითხრეს, მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს.

 

მსგავსი სტატიები

  • 60
    საქართველოს რკინიგზის რეფორმები ჩვენს რეგიონს ეხება?(მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 60
    თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს: თბილისიდან გასვლა – 09:00  ოზურგეთში ჩასვლა – 16:18; ოზურგეთიდან გასვლა – 08:40  თბილისში ჩასვლა…
  • 57
    გომისმთის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობსგომისმთის გზის თოვლისაგან და ზვავისგან გაწმენდა დაიწყო   . მერაბ სანიკიძის ფოტოები
  • 56
    საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსძვირფასო მგზავრებო! გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 22 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი 22 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი 23 თებერვალი – თბილისი ოზურგეთი 23 თებერვალი – ბათუმი ოზურგეთი-ბათუმი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზა
  • 56
    თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო ორი ადამიანი გარდაიცვალაქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ. „დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის…