ცუდი სიტყვები არ გამოგვიყენებია, ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით – თურმე სოლიდარობა ისჯება. ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ ქუთაისში, საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების, მათ შორის ლადო აფხაზავას სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
როგორც ლადო აფხაზავამ აღნიშნა, „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გასაპროტესტებელი ადგილი“.
„დღეს გაკვეთილზე უნდა ვყოფილიყავი და მიწევს სასამართლოში მოსვლა. უბრალო ადამიანებს უნდა გვქონდეს გასაპროტესტებელი ადგილი, ან რაღაც ისეთი, რითაც შესაძლოა გულწრფელი პროტესტი გამოვთქვათ. ასეთ მშვიდ აქციაზე არასდროს ვყოფილვარ. არც ცუდი სიტყვები გვიხმარია, ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით. თურმე, სოლიდარობა ისჯება. ძალიან სამწუხაროა“,_ აღნიშნა ლადო აფხაზავამ.
ინფორმაციისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
ცხრა ადამიანის პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე გაუძღვება. ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან. მათ წინააღმდეგ საქმე 26 იანვარს მოსამართლის სახლთან შეკრების და პროტესტის გამო აღიძრა. შეკრებილები მზია ამაღლობელის პატიმრობას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქმი შემდეგ პირებს გამოუწერეს: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
წყარო:,ipn.ge
ფოტო გადაღებულია გუშინ ქ. ოზურგეთში, ახალი თეატრის მანიფესტის მსვლელობისას.
მსგავსი სტატიები
- 70
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
- 63
ოზურგეთის რაიონულ სამასამრთლოში (მოსამართლე თამთა საჯაია) დაიწყო სასამართლო პროცესი კოოპერატივ „ულეველას“ მიერ მოიჯარესათვის _სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის გურიის მთებში აღებული სათიბების საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. „ულეველას“ ისტორიიდან: ნევრიზ მიქელაძე (2023 წელს ჩავწერეთ) : _„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 წლის წინ არსიანის ქედთან, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე იჯარით გადმოგვეცა 536 ჰექტარი სათიბ-საძოვარი, რომელიც…
- 63
„ულეველას“ ულევი პრობლემები! ოზურგეთის რაიონულ სამასამრთლოში (მოსამართლე თამთა საჯაია) დაიწყო სასამართლო პროცესი კოოპერატივ „ულეველას“ მიერ მოიჯარესათვის _სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის გურიის მთებში აღებული სათიბების საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. „ულეველას“ ისტორიიდან: ნევრიზ მიქელაძე (2023 წელს ჩავწერეთ) _ : „სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 წლის წინ არსიანის ქედთან, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე იჯარით გადმოგვეცა…
- 62
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.…
- 61