საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე გურიაში იმყოფება.

ნიკა ტყემალაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებს ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პირადად გაეცნო.

რეგიონში შექმნილ რთულ მეტეოროლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ნიკა ტყემალაძემ შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერებთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მუნიციპალიტეტების მერებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა ქალაქებში და სოფლებში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი სიტუაცია, თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს შესაბამისი უწყებები იმისთვის,რომ პრობლემები დროულად იქნას აღმოფხვრილი.

,,მიმდინარეობს აქტიური წმენდითი სამუშაოები პირველივე დღიდან. ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე, სხვადასხვა სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. ვცდილობთ უმოკლეს დროში გადაჭრილი იქნეს ყველა პრობლემა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეების საჭიროებებზე ხდება რეაგირება”,- განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ.

თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. რამდენი დღიანი ინტენსიური თოვის შედეგად გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მკვეთრად იმატა თოვლის საფარმა. ნალექის დაწყების დღიდან მზადყოფნაშია მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გაწმენდილი მონაკვეთები ხელახლა საჭიროებს გაწმენდას.

დიდთოვლობის გამო რეგიონის მასშტაბით შეჩერდა სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილსადენები.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „სოკარ -გაზ ჯორჯიას“ წარმომადგენლები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაზე. ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება 4800 აბონენტს და გაზმომარაგების გარეშე დარჩენილია 320-მდე აბონენტი.

მსგავსი სტატიები

  • 90
    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის დროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. ნიკა ტყემალაძის განცხადებით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინაციით, მიმდინარეობს და დაგეგმილია…
  • 84
    ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიების და ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
  • 82
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნოსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…
  • 81
    ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
  • 80
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…

არ გამოტოვოთ