ქ. ოზურგეთში, ნიკოლაძის ქუჩა #54-ში 5-სართულიანი საცხოვრებელ სახლზე ახლადგადახურული სახურავი ჩაინგრა.

_სტიქიამ ჩვენი საცხოვრებელი სახლის ორი სადარბაზოს თავზე , სადაც დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს, ახლადგადახურული სახურავი ჩაანგრია. გვეუბნებიან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გადახურაო, მაგრამ ვინ არის არ ვიცით. როცა მუშაობდნენ (მე იქ ასვლა არ შემეძლიო მეზობლები ამბობდნენ, უხარისხოდ მუშაობენ, ეს სახურავი სტიქიას ვერ გაუძლებსო. რამდენადაც ვიცით, ობიექტი მუნიციპალიტეტს ჩაბარებული არ აქვს. ნაწილობრივ, ადრინდელმა ბრტყელმა გადახურვამ დაგვიცვა. გუშინაც და დღესაც  იყვნენ მშენებლები, ბრეზენტის გადაჭიმვას აპირებდნენ, თუმცა სახურავიდან წყალი რამდენიმე ბინაში ჩავიდა. _გვითხრა ნ.ლ-მ.

_2024 წლის 13 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. ოზურგეთში, ნიკოლაზის ქ. #54-ში მდებარე მარავალსართულიანი სახლის გადახურვაზე ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „პლაზმასთან,“(დირექტორი გაბრიელ მურადაშვილი), რომელმაც შეასრულა შესაბამისი სამუშაოები, რაზედაც ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, რის გამოც ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ყველა თანხა (დაახლოებით 18 ათასი ლარი) არ ჩაურიცხავს შპს „პლაზმასთვის“._ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ.

ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ მიიღებენ ზომებს, რომ მოკლე დროში გამოსწორდეს სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი.

შპს „პლაზმა“ არაერთ ტენდერშია გამარჯვებული და მრავალბინიანი სახლების გადახურვის პრაქტიკაც აქვთ, თუმცა მათი გადახურული გახლდათ ქ. ოზურგეთში, დოლიძის ქ. #13-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ქარიშხალმა მოკლე დროში სახურავი გადახადა.

მსგავსი სტატიები

  • 62
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 61
    სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყოსტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877…
  • 53
    რას უწუნებენ საგზაო კომპანიას მაკვანეთელები_ ათეული წლებია  ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს  ერთი ფენა.(გვითხრეს,…
  • 52
    საკრებულოზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონესოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულებები დაამტკიცა. ეს პროექტებია:  სოფ. ჯუმათში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია_253,4 ათასი ლარი;  სოფ. ჯუმათში მთავარაანგელოზის ეკლესიასთან სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია_5 191,4 ათასი ლარი;  დაბა ნარუჯაში მე-5 ქუჩის გზის რეაბილიტაცია -2 119,4 ათასი ლარი;  დაბა ნარუჯაში…
  • 51
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.

არ გამოტოვოთ