ორი დღის წინ, 2 ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, რომ­ლებ­მაც უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი და­ტო­ვეს – ეს არის წი­თე­ლი ხაზი, ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ, _ ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მის­ვლას და სა­დარ­ბა­ზოს კედ­ლებ­ზე წარ­წე­რე­ბის და­ტო­ვე­ბის ფაქტს.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ აღ­ნიშ­ნა, ამ ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე გულ­და­სა­წყვე­ტი ნა­წი­ლი არის ის, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ არ აქვს ნდო­ბა, რად­გან მისი თქმით, შერ­ჩე­ვი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ უფ­ლე­ბე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

„ეს ფაქ­ტი მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა კამ­პა­ნი­უ­რად აკე­თებს ჩემი, რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­მიზ­ნედ ამო­ღე­ბას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა არ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, თუ რას აკე­თებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­სა­ცა­ვად. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა გულ­წრფე­ლად სჯე­რა, რომ ამ პრო­ცეს რა­ღა­ცას ვაკ­ლებ, ისეთ რა­ღა­ცას არ ვა­კე­თებ, რა­საც უნდა ვა­კე­თებ­დე. სამ­წუ­ხა­როდ, 2 ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, რომ­ლებ­მაც უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი და­ტო­ვეს. მე ასეთ ფაქ­ტებ­ზე შე­ფა­სე­ბებს ვა­კე­თებ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს ოპო­ნენ­ტის მი­მართ, ეს არის წი­თე­ლი ხაზი, ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

ამ ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე გულ­და­სა­წყვე­ტი ნა­წი­ლი არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­თომ ამ­დე­ნი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბობს, ამა­ზე არც ერ­თმა ხმა არ ამო­ი­ღო. როცა ანა­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვა­ში ერთ ამ­ბავს ატეხ­დნენ, სწო­რია ერთი ამ­ბა­ვი უნდა ატე­ხო. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა. მო­რალს იქით არის. არა­ვინ ხმა ამო­ი­ღო.

თუ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ეხ­დი­ნათ. ამი­ტომ არ მჯე­რა მე მათი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლო­ბის. ამი­ტომ არ მაქვს მე ნდო­ბა ბევ­რი მათ­გა­ნის მი­მართ, რად­გან შერ­ჩე­ვი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ უფ­ლე­ბე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს მე არ გამ­კვირ­ვე­ბია. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­და­მი ასე­თი არას­დროს ყო­ფი­ლა, არც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა. რო­დე­საც ვინ­მეს მი­მართ ხდე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი რამ, ამა­ზე ყო­ველ­თვის მაქვს რე­აქ­ცია და გან­ცხა­დე­ბა.

თუ კამ­პა­ნი­უ­რად 3 ტე­ლე­ვი­ზია თა­ვი­ანთ გა­დაც­ემებს და­ი­წყე­ბენ – „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი“ – რაც მთა­ვა­რია ამ ყვე­ლა­ფერს „ტვ პირ­ვე­ლი“ აზი­ა­რებ­და, რო­გორც ჩანს, მოს­წონ­და, რომ სახ­ლში მო­მი­ვარ­დნენ. მინ­და მათ ჟურ­ნა­ლის­ტებს ვკი­თხო: კმა­ყო­ფი­ლე­ბი ხართ, რომ სახ­ლში მო­მი­ვარ­დნენ და ჩემ­მა შვილ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი ნახა? ვინც არ უნდა იყოს, ეს ფაქ­ტი არის და­საგ­მო­ბი. იმის ოჯა­ხი რა შუ­ა­შია, ჩემს მი­მართ თუ აქვს ვინ­მეს პრე­ტენ­ზია, ჩემ­ზე და­წე­რონ“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

მსგავსი სტატიები

  • 76
    პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: 00:04 / 07-01-2022 სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: "აჰა, ქალ­წუ­ლი მუც­ლად იღებს, და შობს ძეს, და უწო­დე­ბენ მას სა­ხე­ლად ემ­მა­ნუ­ელს, რაც თარ­გმა­ნით ნიშ­ნავს: ჩვენ­თან არს ღმერ­თი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგე­ბა…
  • 69
    „მგელი ღამით მომადგა თოვლში, ალბათ მასაც ჩემსავით მოსწყინდა მარტოობა“ - გომისმთის ერთადერთი მცხოვრები„...ია­რა­ღიც არა მაქვს, რომ „მე­ზობ­ლებ­მა“ თავი უხერ­ხუ­ლად არ იგ­რძნონ. მელა ძა­ლი­ან მსუ­ნა­გი და ეშ­მა­კია, სახ­ლის გა­რეთ თუ რა­ი­მე საკ­ვე­ბი დამ­რჩა, ძაღ­ლი­საც არ ეში­ნია, ისე მო­ი­პა­რავს. დათ­ვის ბრდღვინ­ვაც ის­მის იშ­ვი­თად ტყი­დან, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს ერი­დე­ბა. არ არი­ან სა­ში­შე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებს თავი აა­რი­დონ“, - ამ­ბობს პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლი მე­რაბ სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც გო­მისმთა­ზე…
  • 63
    „ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ..." - ილჰამ ალიევისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალები: რა დაასახელა ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის პირობადაშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ხი­ლეს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ევ­მა ბლინ­კენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ნაღ­მავ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუპ­ნენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ასე­ვე ისი­ნი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი­დან ცე­ცხლს უხ­სნიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის…
  • 63
    დღეს სავსემთვარეობაა: რას გვიმზადებს სამყარო და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გვე­ლო­დე­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე პლუს/მი­ნუს 2 დღე ემო­ცი­უ­რო­ბა მო­ჭარ­ბე­ბუ­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც წესი, ამ პე­რი­ოდ­ში ხშირ­დე­ბა ავა­რი­ე­ბი; ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა და ემო­ცი­უ­რო­ბის გამო ადა­მი­ა­ნებს ექ­მნე­ბათ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მა და თუ მა­ღა­ლი წნე­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი ხართ, გა­ა­კონ­ტრო­ლეთ. 7 მარტს არ გირ­ჩევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვას.…
  • 60
    დაკავებულია ათობით ისრაელელი არაბი, მათ შორის ცნობილი მომღერალი ქალი - დაკავების მიზეზი ძირითადად სოცქსელებში გამოქვეყნებული პოსტებიაის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა, მი­ზე­ზი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში „ჰა­მა­სის“ მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ტი­ვო­ბა გახ­და. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და­ლალ აბუ ამნა, რო­მე­ლიც ნა­ზა­რეთ­ში ცხოვ­რობს. ორ­დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ქალი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მომ­ღერ­ლის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი "დესტრუქ­ცი­ულ ქცე­ვა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მის­მა პოს­ტებ­მა შე­საძ­ლოა მომ­ღერ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში…

არ გამოტოვოთ