გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საგანგებო სიტუაციების სამსახურების, ,,ენერგო პრო-ჯორჯიასა” და ,,სოკარ ჯორჯია – გაზის” ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს.
სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო, გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში, ცენტრალური და შიდასასოფლო გზების ძირითადი ნაწილი თოვლის საფარისგან სრულად გასუფთავებულია და პროცესები აქტიურად გრძელდება.
ამასთან, საუბარი შეეხო სოფლებში გახსნილ მიკროშტაბებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მარაგდება.
დღეის მონაცემებით სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000 – ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა.
განიხილეს ელექტრო ენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი.
ამ ეტაპისთვის რეგიონს თითქმის სრულად მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, ხოლო წერტილოვან დაზიანებებზე ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები.
მსგავსი სტატიები
- 80
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 80
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 80
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 79
- 79
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ღურჯუმელიძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უნდა დაფინანსდეს. ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ სხვა საჭიროებებსა და მიმდინარე საკითხებზე. საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
