თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა შეუფარდა,_ ამის შესახებ, Bloomberg-ი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იტყობინება.
იმამოღლუს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე მუხლით წარუდგინეს. საუბარია კრიმინალური ორგანიზაციის მართვაზე, ქრთამის აღებაზე, გამოძალვაზე, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერასა და ტენდერის გაყალბებაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერი ქალაქის დასავლეთით მდებარე, სილივრის ციხეში გადაიყვანეს. როგორც მედია იუწყება, იმამოღლუ პროცესის დასრულებამდე პატიმრობაში იქნება.
„მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე სიახლე სილივრის ციხიდან, რომელიც ძალიან მახარებს. ჩვენი რესპუბლიკური სახალხო პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერის არჩევნებში მონაწილეობის რეკორდული დონე იყო.
ჩვენმა 15 მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა. ამ ქვეყანაში ათობით მილიონი ადამიანი, რომლებიც განიცდიან ხელისუფლების ჩაგვრას, დანგრეულ ეკონომიკას, არაკომპეტენტურობასა და უკანონობას, მივარდა საარჩევნო ყუთებს და მათ ერდოღანს უთხრეს: „საკმარისია“. მოვა ეგ დრო, ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას“._ წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.
პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ ხმებიდან დაახლოებით 1.6 მილიონი პარტიის წევრებს ეკუთვნის, დანარჩენი კი იმამოღლუს მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად სხვა მოქალაქეების ხმებია. ოზელის მტკიცებით, ხმებმა აჩვენა, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.
როგორც ცნობილია, თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 2028 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად თურქეთსა და რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო ყუთები განათავსა.
აღსანიშნავია, რომ მერის დაკავების შემდეგ, შეკრების აკრძალვის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში თურქეთის სხვადასხვა რეგიონში.
მსგავსი სტატიები
- 54
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 54
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 53
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 53
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.… - 53აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…