მეშვიდე დღეა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად, გურიაში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით მუშაობენ.
კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, ისინი გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან.
სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ. სამუშაოებში ჩართულია კოალიციის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ქვილორია. მუშაობს ცხელი ხაზი, ხდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება და კოორდინაცია ადგილზე მომუშავე მოხალისეობრივ ჯგუფებთან.
„ძლიერი საქართველოს საგანგებო შტაბი გურიაში მუშაობას აგრძელებს. ჩვენი ტექნიკა მუშაობს, გაწმენდითი სამუშაოები არაერთ სოფელში ჩავატარეთ, მათ შორის ციხისფერდში, მერიაში, ლიხაურში, გაღმა დვაბზუში, ქვენობანში, ბასილეთში. ჩოხატაურის და ოზურგეთის ქუჩები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სწორედ, იქ ვაწარმოოთ გაწმენდითი სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი დღეა აღარ თოვს, თოვლი არის გამაგრებული, გაყინული და მოძრაობა არის ძალიან რთული სპეცტექნიკისთვისაც. სამწუხაროდ, ყველგან შესვლას ვერ ვახერხებთ. ასევე, ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ, იმ ადამიანებს, რომელთა სახლებთან მისვლა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, როგორც მაღალი გამავლობის მანქანით, ასევე სპეცტექნიკით. სამწუხაროდ, გურია ისედაც ძალიან გაჭირვებული რეგიონია, ძალიან მეჩხრად დასახლებული სოფლები, უფრო მთა-გორიანი სოფლებია და ხანდახან გვიწევს ხოლმე, რამდენიმე კილომეტრის გაუკვალავ თოვლში ფეხით გავლა, რათა პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და საკვები ადამიანებს მივუტანოთ. ეს გურიაში ძალიან დიდი პრობლემა იყო რამდენიმე დღის წინ და ახლაც რჩება“, _ განაცხადა გიორგი სიორიძემ და დასძინა, რომ ისინი გეგმავენ, ქვემო მამათში რამდენიმე ოჯახისთვის საკვების მიწოდებას.
მისი თქმით, ისინი მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს და მათ პროდუქტები არ მიეწოდებათ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 92
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 92
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 88
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
- 88
სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
- 87
ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…