“დავიბადე 1926 წლის 24 მაისს, ზემო გურიაში, სოფელ გოგოლესუბანში. ადრე ერქვა ქვემო ფაცხა. ბავშვობა არ იყო ცუდი. მამაჩემი მომღერალი კაცი იყო და საოჯახო ანსამბლი შექმნა. მე მაშინ 4 წლის ვიყავი. ბაბუაჩემი იყო ბანი, ბებიაჩემი იყო მეორე ხმა. საერთოდ, საოჯახო ანსამბლები ბევრი არ არის, ჩვენი ანსამბლი კი ხალხური იყო, უფრო სოფლური. მაშინ, სოფელში, ხშირად იმართებოდა დღესასწაულები – ზოგი საეკლესიო იყო, ზოგიც ხალხური. დაიწყო ამ ანსამბლმა მუშაობა და გამოვდიოდით დღესასწაულებზე.
ჩვენთან სოფლის ცენტრს ერქვა ნაფსორი, რაც ნიშნავს (ზანური სიტყვაა) “ნადინებს”, ადრე ღელე ჩადიოდა იმ ადგილას და დაშრა ეს ღელე და მერე ამის მნიშვნელობა შეიძინა. ანუ “ნადინები” ადგილი იყო და ეს ნადინები იყო სოფლის ცენტრი, თავშეყრის ადგილი. აქ იმართებოდა დღესასწაულები.
ბებიაჩემი იყო მწერალ, ჭოლა ლომთათიძის და, ფატი ლომთათიძე. ხელოვნების მოყვარე ქალი გახლდათ, სილამაზით ვინ შეედრებოდა, იმფერი იყო… დაირას უკრავდა და მოდაირე სოფელში, მის გარდა, მეტი არავინ იყო. თუ ბებიაჩემი არ იქნებოდა ნაფსორში, რა თქმა უნდა, დღესასწაულიც ვერ ჩატარდებოდა. მე კრიმანჭულს “ვამბობდი”, ბაღნობიდან მქონდა წკრიალა კრიმანჭული. იშვიათია კრიმანჭული, არც იმერეთში “ხარობს”, არც სამეგრელოში და არცერთ კუთხეში, გარდა გურიისა. ბებიაჩემი დაირას უკრავდა და ბაბუაჩემი იყო მესოლინარე (სოლინარი- მუსიკალური ჩასაბერი ინსტრუმენტი) და კარგი ფილტვები თუ არ გაქვს, კარგი მესოლინარე ვერ იქნები. ხელოვნებით სავსე ოჯახი მქონდა, აქით ბებია იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, მთელი ძველი აღმოსავლეთი იცოდა, მაგრამ ბებიას პროფესია არ ჰქონდა. ბებია სურებიდან იყო, ეს იცით რა ქვეყანაა?! ეს დიდი ხეობაა ზემო გურიაში. სულ, სხვა სამყაროა სურებში, ძალიან თავისებური მხარეა, მიუწვდომელი. ბარი ადვილად ივიწყებს ყველაფერს, სურებში კი ახსოვთ ყველაფერი…
ბებია იყო ყველაფერი ჩვენს ოჯახში, ბაბუა მეორე ადგილზე იყო. როცა ბაბუას გული მოინადირა ბებიამ, რა იცოდა, ასეთი თუ იყო…. ბებია დედამთავრულ წესს მისდევდა, ოჯახის სადავეები ეჭირა ხელში, პირველყოფილი ქალი იყო.
ბებიას პირუტყვი ჰყავდა ბევრი, საძოვარზე რომ მიჰყავდა, მეც თან მივყავდი. დილით გავდენიდით საქონელს. მახსოვს აშვერილი იყო ყანები, ძველ ჩვენს ნასახლარზე ვზივართ მე და ბებია, ბებია მაქეზებს, რომ ძროხა არ გამოვუშვა ყანებისკენ და მეუბნება: “ბებია, რამდენჯერაც მაგ ძროხას გააბრუნებ და მოხვალ, მე მოგიყვები ახლოაღმოსავლურ ზღაპარსო”. გავდენიდი ძროხას, რომ ყანებს არ მიპარვოდა და მივიდოდი ბებიასთან და მიყვებოდა ზღაპრებს. მეუბნებოდა შუმერულ ზღაპრებს, აქადურს, სპარსულს… მერე ეს ზღაპრები ჩემს შუმეროლოგ მეგობარს მოვუყევი და გოუკვირდა, რომ სოფლად ქალი იყო და ამფერი რამეები იცოდა.
ახლა რა მაქვს მოსაყოლი, ძველი ამბების გარდა?! მარტოხელობა ძააან ძნელია. მთელი დღე, დილა-საღამომდე ამ კედლებში, პატიმრობასავითაა. მე მეცნიერება რომ არ მეხმარებოდეს გადევირეოდი, ვერ გოვუძლებდი, ვერავინ ვერ გოუძლებდა…
ჰოსპისი • ფერისცვალება, 2020 წ.
მსგავსი სტატიები
- 88
1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
- 88
,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
- 87
იმ პერიოდში, როცა კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, ქალაქში ნაკლებად, სოფელში კი შობას და კალანდას განსაკუთრებულად აღვნიშნავდით. ჩვენ სოფელ მაკვანეთში ვცხოვრობდით, ოზურგეთიდან ხუთ კილომეტრშია. ერქომაიშვილების გვარი იქიდან მოდის. ჩვენი ოჯახი მგალობელთა ოჯახი გახლდათ. ბაბუაჩემი არტემ ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი იყო. მთელი ოჯახი ვმარხულობდით. ბავშვებსაც გვაჩვევდნენ. მარხვას კი არ არქმევდნენ, მაგრამ ამბობდნენ, ახლა ხორცი…
- 83
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება…
- 77
· ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები…