ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.
შშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „მეგობარი აქტი“ არის „მკაფიო მესიჯი“.
„ჩვენ დავამტკიცეთ „მეგობარი აქტი“, ეს არის მკაფიო „მესიჯი“ ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ დემოკრატიული მომავალი შეინარჩუნონ“, _ განაცხადა სენატორმა.
სენატორი შაჰინის თქმით, „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც „მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობდნენ“. სენატორი ხაზს უსვამს, რომ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.
„მთავრობა პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.
ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა“,_ განაცხადა შაჰინმა, რომლის თარგმანი „ტვ პირველს“ ეკუთვნის.
კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 75
მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
- 74
კომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
- 72
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ბახუშტი მენაბდეს ესაუბრა. - ბატონო ვახუშტი საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და არასამთავროების სარჩელზე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელის მიღებასა და არსებით განხილვაზე უარი თქვა. ამ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ვრცელი განცხადებაც გაავრცელა. თქვენი შეფასებით, სამართლებრივი და იურიდიული თვალსაზრისით, რამდენად გამართული აღმოჩნდა თქვენთვის საკონსტიტუციო სასამართლოს უარი სარჩელის არსებით…
- 71