ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ნორმა შესაძლოა შეიცვალოს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ აისახა.

„შარლ მიშელის შეთანხმების“ შეთანხმების მიხედვით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა კი შემცირდა. ასევე შემცირდა პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრთა არჩევის ბარიერი.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია და დაჩქარებული წესით განიხილება კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 4%-იანი საარჩევნო ბარიერი ბრუნდება. 2021 წლის შეთანხმებით კი, თბილისის საკრებულოს წევრები, პროპორციული სისტემით 2.5%-იანი ბარიერით აირჩა, ხოლო რეგიონებში – 3%-იანი ბარიერით.

რაც შეეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის გაზრდას, ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგი ცვლილებები წარადგინა:

თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.

თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ორი წევრი აირჩევა.

თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს სამი წევრი აირჩევა.

თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ოთხი წევრი აირჩევა.

თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ხუთი წევრი.

მმართველი გუნდი იმთავითვე ხაზს უსვამდა, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობის შემცირება ასუსტებდა კავშირს მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველსა და საკრებულოს მაჟორიტარ წევრს შორის, რასაც სამაჟორიტარო ოლქების გამსხვილება იწვევდა. ამ კავშირის შესუსტება განსაკუთრებით უარყოფითად მუნიციპალიტეტის დონეზე აისახება, სადაც საკრებულოს წევრებს კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ მოსახლეობასთან და სხვა საქმიანობასთან ერთად, მათი ყოველდღიურობა მოქალაქეების პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფაში დახმარებაა, თუმცა შეთანხმების მისაღწევად, მმართველი გუნდი იძულებული გახდა ამ კომპრომისზეც კი წასულიყო.

წყარო: KNEWS.GE

მსგავსი სტატიები

  • 61
    დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართადღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო…
  • 61
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
  • 60
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიესდღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)…
  • 60
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 59
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …