საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით“.
„გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილებამ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მინისტრად დაინიშნება კახაბერ გულედანი.
კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში. 2016-17 წლებში ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას. მინდა წარმატება ვუსურვო მას”, _ განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სტატიები
- 67
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. "როგორც მოგეხსენებათ, ლილუაშვილი ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად, მას აღარ…
- 66
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა. მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე, 82 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა…
- 65
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის…
- 64
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 62
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…