პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 2 249 979 ლარს შეადგენს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
 გზის სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
 „ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს მივეცით – დვაბზუს ნასაკირალისა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა 4, 800 მეტრი სიგრძის გზა, სანიაღვრე არხები, ეზოებში შესასვლელები და მგზავრთა მოსაცდელები. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“_ აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

მსგავსი სტატიები

  • 74
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 66
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 66
    ნაბეღლავში მეწყერი წამოვიდანაბეღლავში წამოსულია მეწყერი წაქცეულია ელექტრო-ენერგიის ბოძები გაფუჭებულია გზის საფარი ადგილზე მობილიზებულია ენერგო-პრო გზების დეპარტამენტი სამაშველო პოლიცია გზა გახსნილია მიმდინარეობს ეკექტრო-ენრგიის აღდგენითი სამუშაოები _წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,  ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ხევის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად მამალაძე. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია,ენერგო-პროსა და გზების დეპარტამენტის ბრიგადები.   ამ მომენტისთვის გზა გახსნილია. მიმდინარეობს გზის…
  • 65
    კურორტ ბახმაროს ცენტრში „მაგთის“ ანძა უნდა აღმართონ?მოსახლეობა  კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
  • 65
    სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.ოზურგეთის მერიაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ნარინე მატოსიანს შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.   „მოხარული ვარ, რომ ოზურგეთში ვუმასპინძლეთ ქალბატონ ნარინე მატოსიანს. პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც განხორციელებული პროექტები და…