ქ. თბილისში კალათბურთში 16 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის C ლიგის მეორე ეტაპის შეხვედრები გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის სპორტსმენებმა, აზა კოპალიანი – მჟავანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ,, გურიამ ” , თბილისის ,, ქართან ” გამართულ შეხვედრაში 20 ქულიანი უპირატესობით 57 : 37 გამარჯვება ბმოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ამ დიდ გამარჯვებაში მწვრთნელთან ერთად დიდი წვლილი თითოეულ მოთამაშეს მიუძღვის. ოზურგეთელმა ახალგაზრდებმა თავი არ დაზოგეს, ბოლომდე შემართებით ითამაშეს და შედეგიც დაიდო.
აქვე გამოვყოფთ ამ თამაშის ფავორიტს, სანდრო ანანიძეს. სანდროს მიერ, მეორე მეოთხედის ბოლო წამზე ზუსტად ნასროლმა ბურთმა საკუთარი მოედნიდან – მოწინააღმდეგის კალათში, აღფრთოვანებაში მოიყვანა მაყურებელი და ამას შეძახილები და აპლოდისმენტები მოწმობდა ოზურგეთელი კალათბურთელები, ( თექვსმეტწლამდელები) მორიგი თამაშისთვის აქტიურად და დიდი შემართებით ემზადებიან.
მსგავსი სტატიები
- 76
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…
- 74
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 70
ფოთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის სპორტსმენებმა გასვლითი ამხანაგური შეხვედრები ითამაშეს. ოზურგეთის გუნდებმა, ჯუნიორებმა, 14 და 16 წლამდელებმა ფოთის გუნდებთან ამხანაგური შეხვედრები წარმატებით ჩაატარეს. მათგან ოზურგეთელებმა ორი თამაში დიდი უპირატესობით მოიგეს და შინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მწვრთნელები : აზა მჟავანაძე, ლერი დარჩია, გიორგი გობრონიძე.
- 70
დღეს ქ. ქობულეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კალათბურთის სექციის სპორტსმენებმა, ჯუნიორების გუნდმა, მორიგი გასვლითი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. ოზურგეთელმა კალათბურთელებმა 11 ქულიანი სხვაობით 35 : 24 ქობულეთელი კალათბურთელები დაამარცხეს და შინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ! მწვრთნელები : აზა მჟავანაძე, ლერი დარჩია , გიორგი გობრონიძე
- 70
29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ…