ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ბლაუგრანამ ლა ლიგის მოგება 36-ე ტურში გაიფორმა. ესპანური გრანდი ოქროს მედლებს 28-ედ დაეუფლა.
ჰანსი ფლიკის გუნდმა ტიტული ესპანიოლთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში გაიფორმა. ანგარიში ლამინე იამალმა 53-ე წუთზე გახსნა. სუპერვარსკვლავი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შევიდა და ტექნიკური დარტყმით შეაგდო. 90+5 წუთზე იამალმა საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. მან მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს კარგად ითამაშა, შეცვლაზე შესულ ფერმინ ლოპესს პასი გაუკეთა და მანაც კარგი დარტყმით კარის ბადე შეარხია.
აღსანიშნავია, რომ ესპანიოლი 80-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა. ლეანდრო კაბერამ იამალის წინააღმდეგ იუხეშა და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია.
ბარსელონამ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. შეგახსენებთ, რომ ფლიკის გუნდმა ამ სეზონში ქვეყნის თასიც მოიგო.
ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე, ბარსელონას 85 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ რეალს კი 7 ქულით უსწრებს. ბლაუგრანა შემდეგ ტურში ვილიარეალს დაუპირისპირდება, ბოლოს კი ბილბაოს.
მსგავსი სტატიები
- 69
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 65
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 64
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 63
- 63
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…