ისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი
✝️ ენვერ გოგუაძის გახსენება
🔸️ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ – კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით გადაგვერჩინა და შეგვესწავლა უნიკალური არტეფაქტების შემცველი თავისებური, მხოლოდ კოლხეთისთვის დამახასიათებელი კოლხური კოლექტიური აკლდამებისა და ინდივიდუალური სამარხების მნიშვნელოვანი ნაწილი. აქ მოპოვებული ასეულობით ექსპონატი დღესაც ოზურგეთის მუზეუმშია დაცული და მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს. ისინი სამეცნიორო ლიტერატურიდანაც კარგადაა ცნობილი.
🔸️მეორე საქმიანი შეხვედრა ბატონ ენვერისთან 1983 წელს მქონდა. მაშინ მისი ინიციატივითა და ძალისხმევით დაიგეგმა არქეოლოგიური სამუშაოები მდ. ნატანების სათავეებში – ქორბუდის ტყეში საიდანაც მუზეუმში უკვე იყო შესული მრავალი საინტერესო ნივთი და ცნობა იქ არსებული სიძველეების შესახებ. მაშინ ექსპედიციამ შეისწავლა ბრინჯაოს ხანის სპილენძის სადნობი სახელოსნო, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა კოლხეთის უძველესი სამთო მეტალუირგიის ისტორიის კვლევისათვის.
🔸️ჩემი არც თუ ისე ხანმოკლე ურთიერთობის მანძილზე ენვერ გოგუაძე წარმოჩინდა, როგორც კარგი ორგანიზატორი, თავისი საქმის ნამდვილი პატრიოტი, დიდი ენერგიის, ცოდნისა და განსაკუთრებული იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი.
დაუვიწყარია მასთან საუბარი კაბინეტებში, საველე გასვლებზე თუ სუფრასთან. გურული კაცისათვის დამახასიათებელი ენამოსწრებულობით ის ყოველ ღონისძიებას თავისებურ ხიბლს სძენდა – ალამაზებდა.
📚ისტორიის მეცნ. დოქტორი, პროფ. ვაჟა სადრაძე,
📚ისტორიის მეცნ. დოქტორი, პროფ. მერაბ ძნელაძე,
📚ისტორიის მეცნ. დოქტორი ელგუჯა ღლიღვაშვილი
ენვერ გოგუაძე – გურიის მხარის არქივარიუსი
🔸️ენვერი 1990 წელს გავიცანით. გურიის მხარის სიძველეებს ვეცნობოდით და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შევხვდით. საშუალოზე დაბალი, ტანსრული, ერთ ფეხზე ოდნავ კოჭლი და მიუხედავად ამისა საოცრად მოძრავი, პირმრგვალი, ღიმილიანი, სიტყვაკაზმული, ოდნავ დამცინავი თვალებით, რომელსაც არაფერი გამოეპარებოდა. ასეთად დარჩა ჩვენთვის ენვერი, რომელმაც, როგორც საგანძურის მცველმა, გურიის ჭეშმარიტმა მეჭურჭლეთუხუცესმა მხედრიონელებს მუზეუმი რომ არ გაეძარცვათ საკუთარი სიცოცხლის ფასად სიცოცხლე გარისკა, კარიბჭის, ასევე სეიფის გასაღებები შორს მოისროლა და ღიმილით უთხრა „ბოევიკებს“ – თანამშრომლებს შეეშვით, გასაღებები მე მქონდა გადავყარე და რაც გინდა ის მიყავითო!
🔸️ენვერი როგორც ყველა ქართველი კაცი ლამაზი ქალის თაყვანისმცემელი გახლდათ. მუზეუმში მის გარშემო უამრავი ტრიალებდა და გასაოცარი იყო მისი კეთილშობილური დამოკიდებულება მათთან.
🔸️გვახსოვს, ჩვენი საერთო ნაშრომის-კრებულის „გურია-I“ პრეზენტაციაზე მოსულ ინტელეგენციის უამრავ წარმომადგენელს საღამოს წიგნის შეძენა შესთავაზა და უხსასრობით გათანგულმა ერთმა ნაწილმა მდუმარედ ჩაუარა მაგიდაზე დალაგებულ სანატრელ წიგნებს. ტუჩზე მწარედ იკბინა, ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, – ინტერესი დიდია, მაგრამ საშუალება არ გააჩნიათ. და იქნება, რომ ხალხს წიგნი საჩუქრად გადავცეთ. ჩვენი დასტურისთანავე უკვე გარეთ გასულ თანამოქალაქეებს გადასძახა და უკან შემოაბრუნა.
ნაჩუქარი „გურია-I“ ყოველმა დამსწრე ოზურგეთელმა ოზურგეთელმა სახლში მიიტანა.
🔸️არ შეიძლება არ გავიხსენოთ დაზვერვები სუფსა-ნატანების ხეობებსა ორმდინარეთში. მისი ენერგია, ცალკეული ძეგლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, დაგროვილი ამპლუარული ცოდნა, წყაროების, აგრეთვე სამეცნიერო ლიტერატურაზე მარჯვე ოპერირება მართლაცდა სამაგალითო იყო.
გარკვეული ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე მრავალი მონოგრაფიული გამოკვლევების ავტორი სამწუხაროდ ვერ გახდა. მაგრამ ის, რაც მოახერხა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა გურიის წარსული შესწავლის მსურველი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის. მათ შორის „სუფსა-მოგროსის ხეობის საიდუმლეობა“ (ალმანახ. „მარიოტა“, 1991); „ჯუმათის მთავარანგელოზის მონასტერი“(გურიის სიძველენი,#1, 1996); „ძველი ოზურგეთი“ (გურია, II, თბ., 1997); ნარკვევი გურიის მხარის ახალი და უახლესი ისტორიიდან“ (გურია, III, თბ.,2001) და სხვ.
გამოკვლევებში, ნატკენი ფეხით მისხალ-მისხალ მოვლილი გურიის არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიულ და ტოპონიმიკური ძეგლებია განივთებული. საღამოობით იალონამდე გურიის წარსულზე საუბარში ბევრჯერ დაგვთენებია თავზე. არადა რა დაუვიწყარი საღამოები იყო . . .
ენვერი არ იყო ყოველმხრივ დადებითი პიროვნება, მას ისევე როგორც ყოველ ჩვენთაგანს გააჩნდა ნაკლიც. თუმცა ეს ნაკლი დადებითმა თვისებებმა იმდენად გადაფარა, რომ მასზე საუბარი არ ეგების. ის იყო დიდებული თამადა, მასთან ქეიფი მართლაც ქეიფი იყო და არა ღრეობა. დიდებული მელექსე და მთხრობელი, ისტორიული ანალების მესაიდუმლე, ზოგჯერ ვირტუალურ სამყყაროში გარდასახული; კაცი მესხი, გურიის სიძველეთა აღმომჩენი და შემსწავლელი. ისტორიკოსი და არქივარიუსი, რომელმაც გურიის მხარის შესწავლაში ღრმა ხნული გაავლო.
ფეისბუქგვერდიდან „ოზურგეთი მარად და მარად“

მსგავსი სტატიები

  • 96
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 91
    ცნობილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი გარდაიცვალაგარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…
  • 89
    სოსო გაგუას 75 წელი შეუსრულდებოდაოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
  • 87
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
  • 85
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…