თბილისში, მოქალაქეები ახმეტელის მეტროსადგურიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომდე მსვლელობას სახელწოდებით – „მადლობა მეგობარს“ მართავენ.

მსვლელობის მონაწილეები ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობას უხდიან იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – „MEGOBARI აქტის“ დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას – სენატს გადაეცა.

როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, „MEGOBARI აქტი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერი დოკუმენტია.

ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ს დროშები.

გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებენ: „გადადექით“, „სანქციები გზაშია“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „დამხობა რეჟიმს“.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობაო“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“, „MEGOBARI ACTI – მეგობრობა აქტში!“

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მანამდე, მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათზე სადგურის მოედნის, ავლაბრის და დელისის მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 60
    სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა პარლამენტის უკანა ტერიტორიაზეც დაიწყესსამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა პარლამენტის უკანა ტერიტორიაზეც დაიწყეს. მათ მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს, მანამდე კი არაერთხელ გაისმა მოქალაქეების მისამართით გამაფრთხილებელი ხმა რომ დაშლილიყვნენ. მოწოდებების მიუხედავად მოქალაქეები არ დაიშალნენ. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. წყარო: ipn.ge
  • 43
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 42
    ყვარლის მერი როსტომ სესიაშვილი ავთანდილ თალაკვაძეზე  „ოზურგეთს ნამდვილად გაუმართლა ამისთანა მაგარი კაცი რომ არის მერობის კანდიდატი! დაუღალავად შეიძლება ამ ადამიანზე საუბარი! დაუშრეტავი ენერგიით და სიცოცხლით სავსე კაცია ავთო და დიდ წარმატებებს ვუსურვებ“ _ განაცხადა როსტომ სესიაშვილმა. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
  • 39
    „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს_„ ჩვენი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილები შემოვიარე დღეს, ახალგაზრდებთან ერთად. გავესაუბრე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს, ტაქსის მძღოლებს და ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს. მათი ინტერესი და მხარდაჭერა დიდია კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენს 8 პუნქტიან გეგმაშია ასახული. მჯერა ერთად გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
  • 37
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…